1
Apr
2019

“გრანდ ელექტრონიქსის” საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელსაც საჩუქრად სახლის დაზღვევა მოყვება

1 Apr 2019

“გრანდ ელექტრონიქსი” ქართულ ბაზარზე 1996 წელს გამოჩნდა. კომპანია საქართველოში ელექტრო ტექნიკის იმპორტითაა დაკავებული და მუშაობს როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრისთვის. “გრანდ ელექტრონიქსის” მფლობელობაშია ბრენდები “Neuberg” და “Grand”. ამავდროულად, “გრანდ ელექტრონიქსს” ელექტრო ტექნიკის ონლაინ მაღაზიაც აქვს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ აქცია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ტექნიკის შეძენის მსურველებს საჩუქრად სახლის დაზღვევა გადაეცემათ.

M: სანამ უშუალოდ აქციაზე ვისაუბრებთ, გვიამბეთ, რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

ჩვენს მაღაზიებს ბაზარზე გამოარჩევს მულტიბრენდირებული ასორტიმენტი. ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად დაბალი ფასი, სწორედ ეს განაპირობებს მათ ლოიალობას.  

ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ონლაინ შეძენისას შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალი ფასით სარგებლობა.

კომპანია უკვე  13 წელია “Grand Electronics”-ის სახელით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. პირველი მაღაზია გაიხსნა სავაჭრო ცენტრმეგალაინში“. შემდგომ უკვე გლდანში ხიზანიშვილის 1/16სა  და ვარკეთილში ჯავახეთის 28 ნომერში. ასევე გვაქვს ონლაინ მაღაზია grandel.ge.

მომხმარებლებს ვთავაზობთ კვალიფიციური კონსულტაციას. მათთვის ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას: შეძენილი პროდუქციის უფასო მიწოდებას შეძენის დღესვე.

M: კონკრეტულად, რას მოიცავს თქვენი აქცია?

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, ჩვენი მომხმარებლებისთვის გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზება. ჩვენს ქსელში ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცემათ სახლის დაზღვევის 1 წლიანი პოლისი, მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით. სახლის დაზღვევა ითვალისწინებს შემდეგ რისკებს: ხანძარი, აფეთქება, კვამლი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი, მიწისძვრა, წყალდიდობა, სეტყვა, ძლიერი ქარი, გრიგალი, მეწყერი, ზვავი, ფიქსირებული მინების დაზიანება, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის, წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა.

ანაზღაურების ლიმიტი არის 50 000 ლარი. დაზღვევა ანაზღაურებს როგორც რემონტს, ასევე ბინის შიგთავსს, რაც თავისთავად მოიაზრებს ბინაში არსებულ ტექნიკასა და ავეჯს. საწყის ეტაპზე, აქცია ვრცელდება Toshiba-სა და Midea-ს მაცივრებზე.

M: რა მიზანი აქვს აქციას?

ბოლოდროინდელი სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკები, რომლებსაც ვაზღვევთ, საკმაოდ გაზრდილია. ჩვენი აქცია მიზნად ისახავს მომხმარებლებს შევუქმნათ კიდევ უფრო მეტი კომფორტი და ამასთანავე ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე.

M: როგორ დააკავშირეთ ერთმანეთთან საყოფაცხოვრებო ტექნიკა და დაზღვევა? იყო ამის საჭიროება?

როგორც უკვე ვახსენეთ, ბოლოდროინდელი გარემოებებისა და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე სახლის დაზღვევა არის პროდუქტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად სჭირდება.

მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან შეიძენს ტექნიკას, ეს ტექნიკაც დაზღვეულია რიგი რისკებისაგან და ასევე, ბინის სრული შიგთავსი.

ჩვენს მომხმარებელს არამხოლოდ პროდუქტს ვთავაზობთ, არამედ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას.

M: ვის და როდის შეუძლია ისარგებლოს ამ აქციით?

აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს პროდუქციის შეძენისას. პროცედურა არის მაქსიმალურად გამარტივებული და მორგებული მომხმარებელზე.

[R]

განხილვა