ახლა ზღვის ცხელ-ცხელი სეზონია, რაც შესაბამისი აპარტამენტების მოძიების საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ნანატრ დასვენებას ყველანი მოუთმენლად ველით და ის დღეები, რომლებსაც შვებულებისთვის გამოვყოფთ, გვსურს სრულ კომფორტში, ლამაზ გარემოსა და მოსახერხებელ მდებარეობაზე გავატაროთ. პლუს ამას – არც გართობა მოგვაკლდეს, არც ზღვის ხედები, არც რელაქსაცია – ერთი სიტყვით, მუდამ თან გვდევდეს ის საზაფხულო მუხტი, რომელიც დასვენების სეზონს ძალიან უხდება და მის გარეშე წარმოუდგენელია.
ამ ყველაფრის ძიებაში საინტერესო კონცეფციის მქონე მულტიფუნქციურ კომპლექსს წავაწყდით, რომელსაც White Sails ჰქვია და რომელიც თავის თავში იმდენ ობიექტსა და სერვისს აერთიანებს, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული და დამსვენებელს კომპლექსის ტერიტორიის დატოვება არ უწევს. ამასთან, ის გამორჩეულ ლოკაციაზე მდებარეობს – ბათუმის ახალ ბულვართან. შესაბამისად, ზღვასთან სიახლოვის შეგრძნება გარანტირებულია.
გადავხედოთ, რა იგულისხმება სიტყვებში – „ყველაფერი ერთ სივრცეშია”
ეს არის რეზორტული ტიპის კომპლექსი, რომელიც გათვლილია ოჯახურ სიმყუდროვესა და კომფორტზე. აქ გვხვდება რეკრეაციული ზონა, საბავშვო მოედანი და ღია აუზი, სადაც ყველა, დიდი თუ პატარა, იპოვის თავის შესაფერის აქტივობას საიმისოდ, რომ ზაფხული გაიხალისოს და ისე გაატაროს, როგორც უნდა. მათ, ვინც პატარებთან ერთად ისვენებენ, შეუძლიათ მშვიდად წამოწვნენ აუზთან შეზლონგზე და თვალი ადევნონ ბავშვების თამაშს. აღსანიშნავია, რომ დასვენება შინაურ ცხოველებთან ერთადაც არის შესაძლებელი, რადგან ტერიტორია სრულიად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. უსაფრთხოდ იქნება დამსვენებლის ავტომობილებიც, რადგან კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგი, ამიტომ მას იმაზე ნერვიულობა, თუ სად დატოვოს თავისი მანქანა, არ მოუწევს.
კიდევ ერთი სივრცე, რომელიც White Sails იდეალური ლოკაციად აქცევს, რესტორნებია, სადაც ქართული და იტალიური კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. აქ არ იჩაგრებიან Fast-Food-ის მოყვარულებიც. ისინი კომპლექსშივე იპოვიან ობიექტს, სადაც გემრიელი ბურგერები მზადდება.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რასაც White sails გვთავაზობს. 10 ივლისიდან ამ კომპლექსში სასტუმრო Grandeur Hotel იხსნება, რომლის ინფრასტრუქტურაც ლამაზი იახტის შთაგონებითაა შექმნილი, ხოლო სახელწოდება „Grandeur“ ძველი ფრანგულიდან მოდის და ქართულად სიდიადეს ნიშნავს.
თუმცა ერთია „დიადი” კონცეფცია, ხოლო მეორე რეალური სურათი, ამიტომ ვეცდებით, გადმოვცეთ, რა დაგხვდებათ Grandeur Hotel-ში. შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ, პასუხობს თუ არა ის თავისივე კონცეპტს.
ზაფხულის ნამდვილი მუხტი
მწვანე ეზოში განთავსებული ეს სასტუმრო მშვიდ ატმოსფეროსა და ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. აქ სტუმრობა შეუძლიათ ბავშვიან ოჯახებსაც, წყვილებსაც, მეგობრებსაც და მეტიც, ბიზნეს ვიზიტებზე ჩასულ სტუმრებსაც. სეგმენტის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სასტუმრო ითვალისწინებს ყველა იმ კომფორტს, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს სჭირდებათ. აქ ერთმანეთთანაა შერწყმული სიმყუდროვე, დასვენება და გართობა. უფრო მეტი საზაფხულო მუხტის შესაქმნელად, აქ დაგხვდებათ ღია აუზი თავისივე ბარით და მოეწყობა მხიარული წვეულებები, რომლებიც ცოცხალი მუსიკით გაფორმდება.
ინტერიერი
სასტუმროს კონცეფცია კარგად ჩანს მის ინტერიერში. ოთახები ფართო და ნათელია. ისინი თანამედროვე დიზაინითაა გაფორმებული და მორგებულია სტუმრების რაოდენობასა და მოთხოვნებზე. ამასთან, ნომრები აღჭურვილია თანამედროვე სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა ინვენტარით და, რაც მთავარია, ყველა ოთახს აქვს აივანი, რომელიც ზღვის ხედს გაჰყურებს.
დამატებითი უპირატესობები, რითაც სასტუმროს მომხმარებლები სარგებლობენ, არის წვდომა White Sails-ის ყველა ობიექტზე, რაც კომპლექსსა და სასტუმროს ერთად, კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.
სასტუმროს უახლოესი გეგმებიც შთამბეჭდავი აქვს. ზოგიერთი მათგანი უკვე ჩვენც ვიცით და შეგვიძლია გაგიზიაროთ – Grandeur-ის მე-15 სართულზე მალე გაიხსნება მაღალი კლასის რესტორანი, რომლის ბრენდინგსა და კონცეფციაზეც საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი” მუშაობს, ხოლო დეკორი, ცნობილ დიზაინერთან, ესმა ხეცურიანთან კოლაბორაციით შეიქმნა. გარდა ამისა, უკვე ნოემბრიდან სატუმროს დაემატება დახურული აუზი და სპა, რაც მას ცივ სეზონზეც სასურველ დასასვენებელ ადგილად აქცევს.
ამბობენ, წაკითხულს ნანახი სჯობსო, ამიტომ ის ინფორმაცია, რაც Grandeur Hotel White Sails-ის შესახებ მკითხველს მივაწოდეთ, ადვილად გადამოწმებადია, თუკი აქ შვებულებას დაგეგმავთ ოჯახთან, მეგობრებთან, პარტნიორთან ერთად ან, თუნდაც, მარტო.
[R]