in

ეტიკეტი, რომელიც ღვინის ისტორიას გვიყვება

დღეს იმ უნიკალური მეღვინეობის ამბავი უნდა გავიხსენოთ, რომლის ისტორიაც 1860 წლიდან იწყება, როცა ამბროუს გრანჯოუხმა ავსტრალიაში ვენახები დარგო… მშრალ ნიადაგზე გაშენებულ ვენახებს, რომელიც დაბალმოსავლიან, თუმცა ორგანულ ყურძენს გვთავაზობს, ახლა ახალი მფლობელი ჰყავს, რომელმაც მიზნად ამ ვენახებიდან უმაღლესი ხარისხის ნაყოფის მიღება დაისახა. ეს მაღალ, პრემიუმ ხარისხსაც ნიშნავს, რომლის წარმოსაჩენად შესაბამისი ვიზუალიც იყო საჭირო.

BOG
BOG

ამაზე პასუხისმგებლობა კი Studio Guild-მა აიღო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით ერთად ვისაუბროთ ლოგოს იდენტობაზე. თუ დააკვირდებით, ეტიკეტზე ფარია დატანილი ელემენტებით, რომლებიც, თავის მხრივ, ვენახში არსებულ ისტორიებს ასახავს — აქ თითქმის საუკუნისხელა მსხლის ხის ნაყოფს ხედავთ და გარეულ თხას, რომელიც ახალი მეპატრონის სახელ Batheolomew-ს ეხმიანება, თუთის ხის ნაყოფსაც, რომელიც კვლავ მათ მემკვიდრეობაზე მიგვანიშნებს. ხოლო ფრინველი სიმშვიდესა და საკუთრების ბუნებრივ სილამაზეს განასახიერებს, რომელიც მრავალი ადგილობრივი ჩიტის სახლადაც იქცა… 

პრემიუმ შეთავაზება მეტად მიმზიდველი რომ გამხდარიყო, მფლობელებს იგი ვინტაჟური ქაღალდით შეფუთული შესთავაზეს, რომელზეც ისტორიული რუკები და დოკუმენტებია დატანილია. ასე კი Granjoux-ის განახლებულმა მეღვინეობამ ნამდვილად შეძლო ტრადიციების, ისტორიისადა თანამედროვე დიზაინის შერწყმა. ამაში ფოტოებიც დაგარწმუნებთ:

3 კამპანია, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „შეიძლება მართლაც ჩანდეს რისკიან გადაწყვეტილებად, თუმცა მაშინ ასე არ დამინახავს“ – ნინო ენუქიძე