GRANSHAN საერთაშორისო პროფესიონალური კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია რჩეული შრიფტების გამოვლენაზე, მსოფლიო მასშტაბით. კონკურსი უკვე დაანონსდა და მასში მონაწილეობა შეუძლიათ შრიფტების დიზაინერებს, როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. მთავარი პრიზი 3000 ევროა. ეს GRANSHAN-ის უკვე მე-13 კონკურსია. ის ხელს უწყობს უმაღლესი სტანდარტის შრიფტების შექმნას მთელ მსოფლიოში. მონაწილეებისთვის ნამუშევრების გაგზავნა უკვე შესაძლებელია. რეგისტრაცია 2024 წლის 15 თებერვლამდე გასტანს.
წელს, GRANSHAN-ზე ნამუშევრებს 60-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი შეაფასებს დამწერლობის 10 ჯგუფის ნამუშევრებს, სამ ეტაპად. დამწერლობის ამ 10 ჯგუფში შედის საქართველოც, რომელიც წელს შეუერთდა კონკურსს. ქართული დამწერლობის ჯგუფის ხელმძღვანელად ნინო ჯიშკარიანი დასახელდა. ის გახლავთ გრაფიკოსი დიზაინერი, რამდენიმე წიგნის ავტორი, ასევე, ქართული შრიფტის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
ასევე ცნობილია, დამწერლობების სხვა ჯგუფების ხელმძღვანელებიც. წარმოდგენილი ნამუშევრები ექვს კატეგორიადაა დაყოფილი, სადაც ტექსტური და დისპლეი ფორმით, ლათინური და არალათინური შრიფტები იქნება თავმოყრილი. შრიფტები შეუძლია წარმოადგინოს ნებისმიერ ავტორს, რომელიც მის დიზაინში, ფროდაქშენში ან მარკეტინგსი მონაწილეობდა. მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ შრიფტი 2020 წლის შემდეგ იყოს შექმნილი ან გაციფრულებული.
GRANSHAN-ის მთავარ პრიზთან (3000 ევრო) ერთად, თითოეული კატეგორიის გამარჯვებული სამეული დამწერლობის ყოველი ჯგუფიდან, მიიღებს მთლიანობაში 180 პრიზს. დამატებით, ჟიურის შეუძლია საკუთარი რჩეულიც დაასახელოს.
ონლაინ რეგისტრაცია და ნამუშევრების გაგზავნა უკვე შესაძლებელია.