in

Grant’s-ი 8-წლის დაძველებით -მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ვისკი

Grant’s-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში _ კომპანია GD Alco მომხმარებლებს სიახლეს – Grant’s 8-ს სთავაზობს: ყველაზე დიდი ხნის ისტორიის მქონე საგვარეულო ვისკი, ზუსტად 1 საუკუნის შემდეგ, კიდევ ერთხელ ფოკუსირდა ხარისხიანი, გრძელვადიანი შენახვის უნარების მქონე კუპაჟების აქცენტირებაზე და მომხმარებლებს 8 წლის დაძველების ჩამოსხმა შესთავაზა.

ცნობისათვის, Grant’s-ი მსოფლიოში ყველაზე მეტი – 120 ჯილდოს მფლობელი კუპაჟირებული ვისკია, რომელიც 180 ქვეყანაში იყიდება. გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში გაყიდვებმა 1 მილიონს პირველად 1979 წელს გადააჭარბა და დღესდღეობით მესამე ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ვისკის მწარმოებელ კომპანიებს შორის.

grant's

გემო

Grant’s 8-ს დახვეწილ გემოს ხილის და სანელებლების ქერის ალაოსთან ნაზავი განაპირობებს: მწვანე ვაშლი, ვანილი და მსუბუქად შებოლილი ეფექტის არომატები დაგემოვნების შემდეგ ხის დელიკატურ და სპაისების ცხარე არომატებს ტოვებენ.

რამდენიმე ფაქტი ისტორიიდან

Grant’s-ის პირველ ჩამოსხმაზე, საკუთარ დისტილერში – გლენფიდიჩში (Glenfiddich), მხოლოდ უილიამ გრანტის ოჯახის წევრები მუშაობდნენ, დაქირავებული მუშახელის გარეშე

Grant’s-ის წარმოება არ გაჩერებულა მშრალი კანონის შემოღების დროს.

Grant’s-ი პიონერი აღმოჩნდა შოტლანდიაში არსებულ ვისკის სხვა კომპანიებს შორის და წარმოებაში დაძველებაზე დაქვემდებარებული ნედლეული გამოიყენა

Grant’s-ი დღეს მსოფლიოში ერთადერთი ვისკის მწარმოებელი საოჯახო ბიზნესია, რომელიც საკუთარ დისტილერს _ გირვანს (Girvan) ფლობს

Grant’s-მა პირველმა გამოიყენა წარმოებაში ინოვაციური ფორმის სამკუთხედი ბოთლი, რომლის დიზაინიც ნაცისტური გერმანიიდან ლტოლვილმა ჰანს შლეგერმა იმუშავა

დღესდღეობით Grant’s-ი წარმატებით აგრძელებს ხუთსაუკუნოვან საგვარეულო ბიზნესს და ვისკის წარმოებაში უილიამ გრანტსის დროს შემუშავებულ, უნიკალურ ფორმულას იყენებს

[R]

DJ Tez Cadey – 3 ოქტომბერს, თბილისი ივენთ ჰოლში !

WELCOME TO GEORGIA! National Tourism Awards