3
Jun
2019

100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა სტარტაპერებისთვის

3 Jun 2019

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) თანადაფინანსების 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის – დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. საქართველოში პროგრამა მესამედ გამოცხადდა და მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

GITA-ს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

სტარტაპების თანადაფინანსების გრანტზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 ივლისი.

 

განხილვა