2015 წლის 25 სექტემბერს, მსოფლიოში ცნობილმა და არაერთი პრიზის მფლობელმა შოტლანდიურმა შერეულმა ვისკიმ Grant’s-მა დაიწყო გლობალური კამპანია სახელწოდებით #მადლიერი ვარ! მახსოვს! ვიყოთ ერთად! (#IOU)
Grant’s-ი უარს ამბობს ბრენდის ეგიდით მიმდინარე ცნობილ, ტრადიციულ მედია კომუნიკაციაზე და აკეთებს არჩევანს ცხოვრების ახალი წესის და მომავლის სასარგებლოდ. კამპანია მთლიანად ეძღვნება ახალი საუკუნის შვილებს.
ტრადიციული ტელერეკლამისგან განსხვავებით, #IOU დაიწყება მოკლემეტრაჟიანი ფილმით, რომელიც მხოლოდ ონლაინ სივრცეში გავრცელდება. მისი შინაარსი არის Grant’s-ის ახალი კონცეფციის-#მადლიერი ვარ! მახსოვს! ვიყოთ ერთად!-პოზიციონირება სამომხმარებლო ბაზარზე და მიზნად ისახავს უბიძგოს მის მიმდევრებს გაიხსენოს ყველა ის ადამიანი, ვინც მათ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში დაეხმარა.
ასეთი მიდგომით Grant’s-მა სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ჩართულობის უდიდეს ზრდას მიაღწია, რაც 2014 წლის 1 იანვრიდან Grant’s-ის ფეისბუკის გვერდზე აქტივობის 350% ზრდით გამოიხატება.
ფილმი შექმნილია ლონდონის სააგენტო FCB Inferno-ს მიერ და მისი რეჟისორია BAFTA პრემიის ნომინანტი იან დემანჟი. იგი გვიყვება ინდივიდუალური წარმატების მიღწევის სირთულეების შესახებ და ასახავს რეალობას, რომ ვერავინ აღწევს წარმატებას მარტოობაში. ფილმი აჩვენებს მეგობართა ჯგუფს, რომლებიც უდგანან ერთმანეთს გვედში ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისას, აგროვებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც მათ საბოლოო ჯამში აძლიერებს და წარმატებულებს ხდის. ფილმი მთავრდება დამაფიქრებელი შეკითხვით: „თუკი შენ ასე მაღლა აფრინდი და არავის უმადლი, რამდენად მაღლა ხარ სინამდვილეში?“ ფილმის საუნდთრექი შექმნილია საკულტო მუსიკოს უაითის (Whitey) მიერ, მუსიკალურ კომპანია მედპლანეტთან (Madplanet) თანამშრომლობით. უაითის შემოქმედებას მაყურებელი იცნობს ცნობილი სერიალებიდან „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad) და „სოპრანოს კლანი“ (The Sopranos).
„მიმდინარე წელს Grant’s-ის გუნდი ბრენდის სრულიად განახლებული პოზიციონირებით შემოვიდა და მისთვის ჩვეული, ტრადიციული საზღვრების გარღვევით ძალიან ამბიციური განაცხადი გააკეთა. ახალი კონცეფცია #IOU- ბრენდს მრავალფეროვნებას შესძენს და ახალი ბაზრების დაპყრობას შეუწყობს ხელს. გუნდი 2015 წელს ამავე მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას და გააფართოებს კამპანიის დიაპაზონს მიმდინარე თვეების განმავლობაში.“
ამა წლის 25 სექტემბერს #IOU მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაუშვეს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის მხარდაჭერას უზრუნველყოფს პრესრელიზები, სოციალური მედია, ონლაინ მედია და სხვადასხვაგვარი ღონისძიებები, რომლებიც 2015 წელშია დაგეგმილი.
http://youtu.be/Kh1-4yc0OiE