in

25 ივნისს Grant’s-ის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა !

ხუთშაბათს, 25 ივნისს, შედგა ჟურნალ ფოკუსისა და GD Alco-ს ერთი-ერთი ბრენდის ვისკი Grant’s-ის მიერ ორგანიზებული საქვემოქმედო აუქციონი, რომელსაც RoofTop ვერანდამ უმასპინძლა. საქველმოქმედო აუქციონი 13 ივნისის მოვლენებს მიეძღვნა და შეგროვილი თანხა, მერიის მიერ გახსნილ, დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა.

William Grant’s&Sons სახდელი სახლის მიერ წარმოებული ტრადიციული შოტლანდიური შერეული ვისკი Grant’s-ი თავის მსოფლიო კამპანიის #IOU- Stand Together ფარგლებში გახდა ამ საღამოს ინიციატორი.

Stand together„კამპანია #IOU- Stand Together 2014 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანა მოიცვა. მისი შინაარსი სწორედ ადამიანების გვერდში დგომას და ერთ მუშტად შეკვრას გულისხმობს, რისი აუცილებლობაც 13 ივნისის ტრაგიკულმა მოვლენება ძალიან მკაფიოდ გამოავლინა“- ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ნატალია ჩიკვაიძე.

Grant’s-ის მიერ GD Alco-სთან ერთად შუა ივნისში დაგეგმილმა მარკეტინგულმა აქტივობამ, ჟურნალ ფოკუსის დახმარებით და RoofTop ვერანდას მასპინძლობით, სრულიად განსხვავებული დატვირთვა შეიძინა. საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქრები, რომელიც გათამაშებისთვის იყო განკუთვნილი, სრულიად სპონტანურად სააუქციონე ლოტებად გადაიქცა. სტუმრებმა სიამოვნებით მიიღეს მონაწილება გათამაშებაში და არ დაიშურეს თანხები და მონდომება, იმისათვის, რომ მცირეოდენი წვლილი შეეტანათ დაზარალებული ადამიანების ბედის შესამსუბუქებლად.

„აუქციონის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა “-აგრძელებს ნატალია ჩიკვაიძე „გასაოცარი იყო, თუ რამდენად აქტიურად ჩაერთნენ სტუმრები ვაჭრობის პროცესში და საკმაოდ სოლიდური თანხები გაიღეს, ზოგ შემთხვევაში შემოსულმა თანხამ პროდუქციის თვიღირებულებასაც კი გადააჭარბა, მაგალითად, როგორც GD Alco-ს მიერ დაწესებულ Grant’s-ის ვისკის ნაკრების შემთხვევაში.

Grant’s-ის კამპანია #IOU- Stand Together არის ძალიან ძველი და ტრადიციული შოტლანდიური ვისკის სრულიად ახალი პოზიციონირება. ის მიმართულია ახალგაზრდა თაობაზე, რათა მათ მეტი მადლიერების გამოხატვისა და გვერდში დგომის სურვილი გაუჩინოს. სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდობას ამის შეხსენება არ სჭირდება. 13 ივნისის სამწუხარო და ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოავლინა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირის ჟამს ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია და Stand Together მათთვის მხოლოდ სლოგანი არ არის!

[R]

ფერადი კრეატივი – ბრენდების რეაქცია ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე

თათა ჩემია: „ორი სახელის დაძახებაზე ვიხედები – თათა და „ჯეოსელი“