1996 წელს შექმნილი ესპანური ღვინო Graper Wine 4 რეგიონიდან მიიღება, რომელთაგან თითოეული ყურძნის უნიკალური სახეობის სახლია — Tinto Fino, Tempranillo, Cariñena და Albariño. შედეგად კი 4 განსხვავებულ ღვინოს ვიღებთ: Indigo Wine, Ruby Wine, Teal Wine და Ivory Wine. თითოეული ღვინის ფერი უნიკალურ მახასიათებლებს ასახავს: იასამნისფერი, წითელი, ცისფერი და ელეგანტური სპილოსძვლისფერი გემოებსა და ფერებში მრავალფეროვან სენსორულ გამოცდილებას გვაზიარებს.
ასე Graper-ის ღვინის კოლექცია გამორჩეულ ხარისხს ესპანეთის მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობასთან აერთიანებს… თუმცა, მთავარი ჯერ არ გვითქვამს — ბოთლის დიზაინის ინსპირაცია, ასევე, ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს აბსტრაქტული ხელოვნება გახლავთ, ილუსტრაციებითა და ფერებით, რომლებიც სასმლის მოყვარულთა მისწრაფებებს ასახავს. ამგვარად, თითოეული ყლუპი შედევრად ყალიბდება და ესპანეთის ქუჩებში გვამოგზაურებს…
Graper-ის ღვინის ვიზუალზე Keey-მ იმუშავა.