როცა საქმე ღებვამდე მიდის, ეს ნიშნავს, რომ მთავარი სარემონტო სირთულეები უკან მოვიტოვეთ. ამბობენ, რომ ღებვა თერაპიული პროცესია, თუმცა არასწორად შერჩეული საღებავის გამო შეიძლება მთელი ნაშრომი წყალში ჩაგვეყაროს, ჩვენ და ჩვენ ირგვლივ მყოფთ ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი მოგვადგეს და ხანგრძლივი, ძვირადღირებული თერაპია სწორედ ღებვის შემდეგ დაგვჭირდეს.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ არის უალტერნატივო ეკოლოგიური საღებავი, და რაც მთავარია, საღებავის ისეთ ინოვაციურ ბრენდს გაგაცნობთ, რომელიც სახლში ბუნებრივ გარემოს შეგიქმნით, იქნება არამხოლოდ ჰაერგამტარი, არამედ გაწმენდს ჰაერს (!) და რომელსაც ესთეტიკასთან ერთად მხარდამხარ მოჰყვება ეკონომია.
საქართველოში ეკოლოგიური საღებავები განსაკუთრებით პოპულარული არასდროს ყოფილა. როცა საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში ან დიდ სარემონტო ჰიპერმარკეტებში სარემონტო პროდუქციას ვარჩევთ, როგორც წესი, ვცდილობთ, ფასი და ხარისხი დავაბალანსოთ, ავირჩიოთ რაღაც ოპტიმალური და საშუალო. ეკო საღებავების მიმართ ცნობიერების არც თუ ისე მაღალი დონის გამო, ზოგჯერ წინსართი „ეკო” მარკეტინგული ხრიკი გვგონია, ან გვიჩნდება განცდა, რომ ბუნებრივი კომპონენტების საღებავების მდგრადობა რამდენადმე ჩამოუვარდება მეტად ქიმიური შემადგენლობის მქონე საღებავებს, რაც გრაფენსტოუნის გამოჩენამდე დიდწილად ასეც იყო. გრაფენსტოუნის ქართული მოგზაურობის დასაწყისის შესახებ მისი ქართულ ბაზარზე შემოტანის ერთ-ერთ ინიციატორს, კომპანიის კომერციულ დირექტორს, დავით გოგიაშვილს ვესაუბრეთ:
„გრაფენსტოუნთან ჩვენი ურთიერთობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. ფასადების ოპერაციული და ტექნიკური მიმართულებით სპეციალისტი ვარ, თუმცა კონკრეტულად საღებავების მიმართ სპეციფიკური ინტერესი არ მქონია. გუნდთან ერთად გავემგზავრე ესპანეთში, შევხვდით გრაფენსტოუნის წარმომადგენლებს, მოვინახულეთ ქარხანა. პირველ რიგში, როგორც მომხმარებლებს ძალიან მოგვეწონა პროდუქტი. სიღრმისეულად შევისწავლეთ. იმდენად ჯანსაღი, ეკოლოგიური და ბუნებრივია, რომ შეიძლება საბავშვო ავეჯი და სათამაშოც კი შეღებო. საქართველოს ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ გვეგულებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად შემოგვეტანა. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდი დაემთხვა, მაგრამ ეს სირთულეც გადავლახეთ და გაასმაგებული ძალებით ვმუშაობთ ბაზარზე დასამკვიდრებლად”.
საინტერესოა, მაინც რა უპირატესობებს გვთავაზობს გრაფენსტოუნის ეკოლოგიური საღებავები და რამდენად მჭიდროდაა გადაჯაჭვული კედლის საღებავი ჩვენს ჯანმრთელობასთან?
დროის დაახლოებით 80%-ს შენობაში ვატარებთ. ჰაერი, რომელსაც შენობაში ვსუნთქავთ გარე ჰაერზე 2-5-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებას შეიცავს. შენობებში 900-ზე მეტი ნაერთი გვხვდება, მათი დიდი ნაწილი არის აონ (VOCs) – აქროლადი ორგანული ნაერთები. ეს უსუნო და უხილავი მავნებლები ოთახის ტემპერატურაზე ორთქლდებიან და ჩვენს ჰაერს წლობით წამლავენ, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ასთმა, ალერგია და ონკოლოგიური დაავადებებიც კი. დაბალხარისხიანი საღებავები აონ-ების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
დავით გოგიაშვილი განსაკუთრებით უსვამს ხაზს გრაფენსტოუნის ეკოლოგიურ უპირატესობას, რომელიც იცავს არა მხოლოდ კედლის ზედაპირს, საღებავი „სუნთქავს”, გვიცავს ჩვენ და აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრების ხარისხს:
„სინთეტიკური საღებავი რომ დაამზადო, თუ პრიორიტეტია მხოლოდ მაღალი დაფარვა და გაშლა, ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება უნდა დაამატო. ამ დროს ადამიანი რჩება არჩევანის წინაშე ფინანსებს გაუფრთხილდეს თუ ჯანმრთელობას. გრაფენსტოუნის უნიკალური მახასიათებლები საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს სრული პასუხისმგებლობით დავპირდეთ ორივეს. ტრადიციულ საღებავს რომ შევადაროთ და ერთნაირი რაოდენობა ავიღოთ, გრაფენსტოუნს ორჯერ უკეთესი დაფარვა აქვს, და ამასთან ერთად 100%-ით ეკოლოგიურია.“
ბრენდის შესახებ
გრაფენსტოუნი 2013 წელს დააარსა ესპანელმა ქიმიურმა ინჟინერმა ანტონიო ლეონ ხიმენესმა და დაარსების დღიდან მოწინავეა საღებავების მდგრადი წარმოების ტექნოლოგიებში. გრაფენსტოუნის იდეა აერთიანებს ტრადიციულ მრეწველობასა და მოწინავე ტექნოლოგიას. პროდუქცია დამზადებულია ესპანური კირის ბაზაზე, რომელიც ხის გამოსაწვავ ღუმელში მუშავდება, იძენს უზადო სითეთრესა და სიწმინდეს. მაღალი ხარისხის ბუნებრივი კირი ამ მეთოდით ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიიღებოდა. გრაფენი კირის სიმტკიცესა და მოქნილობას აუმჯობესებს. გრაფენსტოუნის ქარხნები მუშაობენ განახლებადი ენერგიის წყაროებზე. წარმოებაში გამოყენებული წყალი გადამუშავდება, რაც ამცირებს ნარჩენებს. საღებავის შეფუთვაც არის 100%-ით გადამუშავებადი. ინოვაციისა და ტექნოლოგიის ეს იდეალური ნაზავი ქმნის პრემიალურ, ეკომეგობრულ, მეტად გამძლე, უმაღლესი ხარისხის საღებავებს. მისი უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს:
- გამძლეობასა და ჰაერგამტარობას – წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს; ჰაერგამტარობა ამცირებს ტენის დაგროვებას, ხელს უშლის ობის სოკოს წარმოქმნას
- სიმტკიცესა და მოქნილობას – გრაფენი საღებავს ელასტიკურობას ანიჭებს, ინარჩუნებს ერთგვაროვნებას და არ სკდება.
- მაქსიმალურ სითეთრესა და მაღალ დაფარვას – ხის ღუმელში დამუშავებული კირის ქათქათა ფერი და წმინდა ტექსტურა უზრუნველყოფს უნაკლო დაფერვას.
- დაცულობას ამინდის ზემოქმედებისგან – ირეკლავს მზის სხივებს, მედეგია მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ, ინარჩუნებს ახლად შეღებილის ეფექტს წლების განმავლობაში. ლითონის ზედაპირს იცავს კოროზიისგან.
- ნახშირორჟანგის შთანთქმას – ბუნებრივი კარბონიზაციის მეშვეობით ამცირებს CO2 დონეს.
- რეცხვის/წმენდის შესაძლებლობას – რაც ძალზე პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გრაფენსტოუნის მრავალფეროვანი წარმოება მოიცავს ინტერიერის, ექსტერიერის და ფუნქციური საღებავების არჩევანს, რომელთაგანაც თითოეული მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებზე, თბოიზოლაციიდან ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დაცვამდე.
დავით გოგიაშვილთან საუბრისას გამუდმებით ვუბრუნდებოდით ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელობას. ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის მხოლოდ კარგი ხარისხის საღებავის გაყიდვა, მას სურს მისმა გუნდმა ყველა ადამიანამდე, რაც შეიძლება მკაფიოდ და მარტივად, მიიტანოს ის საფრთხეები, რაც ქიმიური შემადგენლობის საღებავების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს:
„თუკი საღებავი შეიცავს მავნე ქიმიურ მინარევებს, განსაკუთრებით მზესთან კონტაქტისას, ინტენსიურად გამოიყოფა აქროლადი ორგანული ნაერთები, რაც ჰაერიდან მარტივად აღწევს ჩვენს ორგანიზმში. მათ სუნს ვერ გრძნობ, მაგრამ გრძნობ, რომ ოთახი ჩაიხუთა, გიჩნდება სურვილი ფანჯარა გამოაღო. არატოქსიკური საღებავის პირობებში დათბობისას ჩახუთვის ეფექტი არ უნდა იყოს. ეს გვწამლავს, პროვოცირებას უწევს სიმსივნის განვითარებას, სასუნთქი გზების დაავადებებს, მოქმედებს ტვინზეც, უშლის აზროვნებას, იწვევს სწრაფად დაღლას…”
გრაფენსტოუნის საღებავი ანეიტრალებს აზოტის დიოქსიდს, აქროლად ორგანულ ნაერთებს, შთანთქავს CO2-ს, ანეიტრალებს ნახშირბადის მონოქსიდსა და გოგირდის დიოქსიდს. ეს ნივთირებები გამონაბოლქვის შემადგენელია და ჩვენს სასუნთქ ჰაერში ქუჩიდან ხვდება. 45 ლიტრი Graphenstone-ის საღებავი 1 წლის განმავლობაში, შთანთქავს 10 კგ-ზე მეტ ნახშირორჟანგს (CO2), იმავე რაოდენობას, რამდენსაც შთანთქავს ზრდასრული ხე.
* ეს პროცესი ყველაზე ინტენსიურია 28-30 დღის განმავლობაში.
კვლავ დავით გოგიაშვილი: „იშვიათია საღებავი იყოს რეცხვადი, ჰაერგამტარი ანუ „სუნთქავდეს”, ფორები არ იყოს ჩაკეტილი და ამავდროულად იყოს რეცხვადი, წყალს არ ატარებდეს. ამ საღებავს სუნი საერთოდ არ აქვს, ამდენად არ სჭირდება განიავება, მეტიც თავად შთანთქავს და ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. გრაფენსტოუნის პროდუქტებს შორის არის მხოლოდ ფუნქციური განსხვავება, ხარისხი და ბაზა ერთი აქვს ინტერიერის საღებავსაც და ფასადის საღებავსაც. შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ საქართველოში და რამდენადაც ვიცი, მსოფლიოშიც ამ რაოდენობის ჯილდო და სერტიფიცირება არ აქვს არც ერთ საღებავების ბრენდს.”
გრაფენსტოუნი მსოფლიოში ნომერ პირველი საღებავების „მწვანე” ბრენდია, რომელიც 15-ზე მეტ ავტორიტეტულ მწვანე სერტიფიკატსა თუ ხარისხის ნიშანს ფლობს. ეს ეკოლოგიური შემოწმებები და აღიარებები ვრცელდება ბრენდის ყველა საღებავზე და არა კონკრეტულ ხაზზე. მაგალითისთვის: Cradle to Cradle (C2C), GreenTag, A+, EPD (Environmental Product Declaration), LEED v4 Compliance, BREEAM Compliance.
ეკოლოგიური საღებავის არჩევა ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციას თქვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში, რომელსაც გრძელვადიანი მოგება მოაქვს, ყველაზე სასიამოვნო განცდების მთელ კომპლექტი – სიმშვიდე, უსაფრთხოება და სიჯანსაღე. სწორედ ამ პრინციპებზე დგას გრაფენსტოუნი, რომელიც პირველ ყოვლისა ემსახურება ადამიანთა ჯანსაღ საარსებო გარემოს, შინ და გარეთ; მხოლოდ იმის ცოდნა რად ღირს, რომ თქვენი გადაწყვეტილება სასარგებლოა თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის და სრულიად პლანეტისთვის.
[პარტნიორის კონტენტი]