თუ გსურთ დაინახოთ 2023 წლის აქტუალური ფაქტორები გრაფიკულ დიზაინში, ამ სტატიაში განვიხილავთ გრაფიკული დიზაინის ტენდენციებს, რომლებიც მომავალ წელს დაგჭირდებათ.
ექსპრესიული ტიპოგრაფიკა
ტიპოგრაფიკა გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ძირითადად გამოიყენება გზავნილის გადასაცემად, დიზაინერები მაინც სცდებიან ამ საზღვრებს და გვაჩენებენ, თუ რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ ტიპოგრაფიკის ფორმებით დამატებითი სათქმელის გადმოსაცემად.
2023 წელს, ხელმისაწვდომი იქნება შრიფტის შექმნის პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Glyphs. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია საკუთარი შრიფტის მარტივად შექმნა.
მოძრავი გრაფიკა
ბოლო წლებში, მოძრავი გრაფიკა ყველგან გვხვდება. ამაში ტიკტოკის გავლენა უდავოა. სოციალური არხებით დაწყებული, UX დიზაინით დამთავრებული, 2023-ში კიდევ უფრო აქტიურად ვიხილავთ ამ ინტერაქტიულ ტენდენციას მომავალ შემოქმედებაში.
გაითვალისწინეთ: ახლა შესანიშნავი დროა ჩაანაცვლოთ თქვენი უძრსურათები მოკლე ფორმის ვიდეო კონტენტით.
სქელი აბსტრაქტული ფორმები
ბოლო წლებში, დიზაინერებმა გეომეტრიული ფიგურების დამრგვალება დაიწყეს. ბრენდებს უნდოდათ მოხმარებლებს ყურადღების ფოკუსირებაში დახმარებოდნენ. ახლა კი, სქელი ფორმები კვლავ ბრუნდება. ერთი განსხვავებით – მკვეთრი კუთხეები და ხისტი ხაზების მაგივრად, აბსტრაქტული მომრგვალებული ფორმები გვენება. 2023-ში დაგჭირდებათ გამოიყენოთ მკვეთრი ფერები და თავისუფალი ორგანული ფორმები.
AI-ით გენერირებული კონტენტი
უკვე მოასწარით OpenAI-ის DALL-E 2ით თამაში? მისი გამოსვლის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის მქონე ვიზუალურმა გენერატორმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა დიზაინის სამყაროზე. მიუხედავად საავტორო უფლებებისა და ადამიანური კრეატივის დაზარალებისა, აშკარაა, რომ ეს ტენდენცია არსად მიდის. იმ დროს, როცა ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Microsoft და Notion, საკუთარი დიზაინის ხელსაწყოებს ამზადებენ DALL-E ინტეგრაციით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, ახალ წელს AI არტს უფრო აქტიურად ვიხილავთ.

3D ელემენტები
3D ახალი სტანდარტია. დიზაინის ტექნოლოგიების მიღწევების გათვალისწინებით, რაც მაღალხარისხიანი ვიზუალების მიღებაში გვეხმარება, გასაკვირი არ არის, რომ ბრენდები, როგორიცაა IBM, Adobe, Later და Intel, სულ უფრო ხშირად აზიარებენ სამგანზომილებიან გრაფიკას.
ინკლუზიური ვიზუალი
წარმოჩენას აქვს დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ბრენდი იყენებს დიზაინის ინკლუზიურ პრაქტიკას, რათა მაყურებელს აჩვენოს, რომ მათ ხედავენ.
რა იქნება ძირითადი განსხვავება 2023 წლის ინკლუზიურ დიზაინებში? ისინი, ვისაც ნამდვილად პროგრესული ხედვა აქვთ, გაცდებიან დამკვიდრებულ თემებს. ახალი წელი გენდერულად და ეთნიკურად მრავალფეროვან გამოსახულებებს მოგვიტანს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ დიზაინებს შემოგვთავაზებს.
სიურრეალისტური მაქსიმალიზმი
ეს მიმართულება ასახავს ჩვენს გადაწყვეტილებას, განვთავისუფლდეთ ყველანაირი შეზღუდვისგან, რაც პოსტ-პანდემიურმა, სიურეალისტურმა და მაქსიმალისტურმა ესთეტიკამ მოგვცა. იფიქრეთ, ვიზუალების ფსიქოდელიურ გადმოცემაზე.
2023-ში, Coca Cola-ს გრაფიკით დაწყებული, Adobe-ის სოციალური ქსელით დამთავრებული, ველით, რომ ვიზუალური თხრობა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. ასე რომ, გაბედეთ, დაარღვიოთ ფიზიკისა და სივრცის წესები – განვითარდით ან დანებდით.

ფერადი რეტრო ილუსტრაციები
პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია დიზაინის სამყაროში. აიღეთ, თუნდაც, 90-იანების უკან დაბრუნება და ვინტაჟის აღორძინების ტენდენციას. ბოლოს და ბოლოს, კოვიდ-მა დაგვიბრუნა უფრო მარტივი, ნაცნობი ცხოვრება, ხოლო ბრენდებმა, როგორიცაა MTV, Google და Later ეს ძველ კლასში დაბრუნებას შეადარეს.

ვირტუალური რეალობა
ვირტუალური რეალობის ბაზარმა განიცადა განსაცვიფრებელი ზრდა ბოლო წლებში. ამიტომ, კომპანიები აქტიურად ირჩევენ Web3-ში ინვესტირებას.
ეს ნიშნავს, რომ კრეატორები კიდევ უფრო აქტიურად შექმნიან ფუტურისტულ დიზაინს, რომელიც ასახავს მომავლის შეგრძნებებს. მთელს მსოფლიოში, ბრენდები ინტენსიურად ყიდულობენ იმერსიული გამოცდილების ხელოვნებას. ასე რომ, გვექნება Blade Runner-ის მსგავსი გამოსახულებები, თხევადი გრადიენტებით, 3D კომპონენტებითა და ნეონის ფერთა პალიტრით.

წყარო: justcreative














