in

ველოსიპედების „სასაფლაო“ – დამტვრეული და გაფუჭებული ველოსიპედების „მთები“ ჩინეთში

Photo Credit: AFP

ათასობით გადაყრილი, დამტვრეული, გაფუჭებული ველოსიპედი – ჩინეთის ქალაქ შენიანის მახლობლად ველოსიპედების ნამდვილი სასაფლაოა. აქ ყვითელი, ცისფერი და ვარდისფერი „მთები“ დგას. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა მათგანზე, ჩინეთში ველოსიპედების გაქირავების სექტორში ყველაზე დიდი კომპანიების Hellobike-ს, Didi-სა და Meituan-ის ლოგოებია გამოსახული. ეს ადგილი 2018 წლიდან არსებობს, მაშინ როდესაც ტექნოლოგიური სტარტაპი Ofo „ჩავარდა“, მან უბრალოდ ვერ იმუშავა. კომპანიამ ვალების გადახდაც კი ვერ შეძლო, რადგან ყველა მომხმარებლებმა იჯარის თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. შემდეგ ამას დაემატა სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოშვებული ველოსიპედები – შეკეთების ნაცვლად, ისინი უბრალოდ გადაყარეს. ასე გაჩნდა ველოსიპედების „მთები“ და ნამდვილი „სასაფლაო“.

BOG
BOG
Photo Credit: AFP
Photo Credit: AFP
Photo Credit: AFP

 

წყარო: designyoutrust.com

MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორი, BTU-ში, ქართველ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

ახალი კვლევა – ძაღლების აგრესიული ქცევა ხშირად შიშით არის გამოწვეული