Gravitation Controller ნებისმიერ სმარტფონს სათამაშო მოწყობილობად გარდააქცევს. იგი მობილური ტელეფონის მძლავრ GPU-ს და მის მაღალი გარჩევადობის ეკრანს იყენებს. საგულისხმოა, რომ Compal Electronics-ის მიერ შექმნილმა კონტროლერმა iF Design Award 2021-ის მთვარი ჯილდოც კი დაიმსახურა.
კონტროლერის დიზაინი ორ მიზანს ემსახურება. პირველი — ის პლატფორმის დამოუკიდებელ თამაშს უზრუნველყოფს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ითამაშოთ როგორც ანდროიდ, ისე iOS მოწყობილობებზე. გაფართოებადი სახელურები მუშაობს როგორც პატარა, ისე დიდ ტელეფონებთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ქეისი უკეთია.

მეორე — საჭიროების შემთხვევაში პორტატიული მოწყობილობის გაფართოებაც შეიძლება. გარდა ამისა, კონტროლერის დიზაინში ჩაშენებული სტაბილიზატორი ორ სახელურს საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბრუნავდეს, ხოლო სმარტფონი კვლავ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დარჩეს.














