in

ასტრონომები კოსმოსური აფეთქების მომსწრენი გახდნენ, რომელიც ათასწლეულში ერთხელ ხდება

გასული წლის ოქტომბერში მომხდარ გამა-სხივების აფეთქებას აღწერენ, როგორც მოვლენას, რომელიც ათასწლეულში ერთხელ ხდება. მას GRB 221009A-ს უწოდებენ და სინათლის ემისიებში არსებული 18 ტერაელექტროვოლტი ენერგიით ყველაზე ძლიერ გამა-სხივების ამოფრქვევადაც თვლიან. 

M2
M2

სამი კვლევის თანახმად, სინათლის ეს განსაკუთრებული აფეთქება არსებულ წესებსაც არღვევს. გამა-სხივების აფეთქებები იმაზე მეტ ენერგიას აფრქვევს, ვიდრე მზე 10 მილიარდ წელიწადში… ელექტრომაგნიტური რადიაციის აფეთქებებს კი, კატაკლიზმური მოვლენები იწვევს — სუპერნოვას ან ჰიპერნოვას აფეთქებები, რაც ჩვეულებრივ მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის ბოლოს ხდება ან ორობითი სისტემების აფეთქებები, რომელიც სულ მცირე ერთ ნეიტრონულ ვარსკვლავს მოიცავს. 

GRB 221009A, როგორც უკვე გითხარით, პირველად გასული წლის 9 ოქტომბერს აღმოაჩინეს. მართალია, დღეს რეკორდსმენია, მაგრამ თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ახლომდებარე წყაროსთან შედარებით, ნაკლებად ძლიერი გამოსხივება ჰქონდა. საბოლოოდ კი, დაადგინეს, რომ სინათლე იმაზე შორს მიდიოდა, ვიდრე ფიქრობდნენ. კონკრეტულად, ეს მაჩვენებელი 2.4 მილიარდი სინათლის წელი იყო.

მაია უილიამსის ნაშრომის თანახმად, ეს ამოფრქვევა ყველაზე ნათელია მათ შორის, რაც Swift-ის ობსერვატორიაში აღმოუჩენიათ, სიმულაციებით კი ასეთი, 10 000-დან მხოლოდ ერთი ვლინდებოდა. თანაც, იგი არც სინათლის გავრცელების ევოლუციის სტანდარტულ თეორიას შეესაბამება — გამა-სხივების აფეთქებებს ჩვეულებრივ მოჰყვება ელექტრონების ნათება. აქ სინქროტრონის ემისიებზეც საუბრობენ, რაც იმ დარტყმების შედეგია, რომლებიც ვარსკვლავების თავდაპირველი აფეთქებისას წარმოიშობა. მისი შესწავლა კი ასტრონომებს აფეთქების ფორმის გაგებაში დაეხმარება. 

ტანმოუ ლასკარის შემდგომ კვლევაში კი გვეუბნებიან, რომ მსგავსი ნათება გამა-სხივების აფეთქებაში სინქროტრონის ემისიების დამატებითი წყაროს არსებობაზე მიგვანიშნებს. თუმცა მათივე თქმით, პრობლემას რაღაც ფუნდამენტურად არასწორი წარმოადგენს.

მესამე ნაშრომი, რომელიც უკვე ასტრონომმა მანიშა შრესტამ შემოგვთავაზა, ამბობს, რომ ეს ნათება არ შეიცავს ისეთ მახასიათებლებს, რომლებსაც ჩვეულებრივ სუპერნოვას აფეთქებისას ვხედავთ ხოლმე. ამიტომაც, შესაძლოა, GRB 221009A-ის ენერგიის უმეტესობა ამოფრქვევაზე დაიხარჯა, რაც ძალიან ცოტა ფაქტს ტოვებს ვარსკვლავის სასარგებლოდ, რათა დაგვიმტკიცოს, რომ ის იყო ამ აფეთქებაზე პასუხისმგებელი. 

Audi მოდელ TT-ს საბოლოო გამოშვებით ემშვიდობება

5 000 წლის წინანდელი ტავერნა და ლუდის რეცეპტი — აღმოჩენა ერაყში