in , ,

“გრძელი სიტყვა” ყოველთვის მოკლედ არ ითქმის – ჯეოსელის კამპანია

ანრო ცირეკიძე “ვეფხისტყაოსნის” ზეპირად ცოდნის კონკურსის 5 გზის გამარჯვებულია. ია გელიტაშვილი კი სპეციალურმა კასტინგმა საუკეთესოდ გამოავლინა SMS-ის სწრაფად წერაში. სწორედ მათი დახმარებით დაიწყო ეს  კამპანია, რომლის მთავარი გამაერთიანებელი ხაზი  ჩვენი უნიკალური პოემა, ვეფხისტყაოსანია. ანრო და ია ჩაერთნენ ექსპერიმენტში, რომ განახორციელონ ყველაზე გრძელი სატელეფონო ზარი და გაგზავნონ ყველაზე გრძელი SMS. რგოლი მთლიანად დოკუმენტურ მასალაზე და რეალურ პერსონაჟებზეა აგებული. “ჯეოსელი” წლევანდელი წლის აქტივობას  “გრძელი სიტყვით” იწყებს, რომელზეც საკომუნიკაციო სააგენტო “ფორმულა კრეატივთან”  და გიორგი პოპიაშვილთან ერთად იმუშ​ავა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/geocell/videos/10154311138017825/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

 

ვიდეორგოლი “გრძელი სიტყვის” კამპანიის მხოლოდ დასაწყისია.

გზა ქართული ფეისბუქ გვერდიდან იდეამდე და იდეიდან ბესტსელერამდე

როგორია ვახშამი ჯეისონ სტეტჰემთან და გალ გადოტთან ერთად?!