in

როგორ იქმნება გრძელვადიანი მეხსიერება?

დროთა განმავლობაში უამრავი მოგონება გველექება გონებაში — ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რომ გვიგროვდება და ყველას განსხვავებული ემოციებით ვიმახსოვრებთ. რაღაცები მალევე გვავიწყდება, მაგრამ არის ისეთი რაღაცებიც, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვს. ახლა კი მკვლევრებმა გამოავლინეს ცილები, რომლებიც ჩვენს გონებაში გრძელვადიანი მოგონებების ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი.

M2
M2

საუბარია მოლეკულა KIBRA-ზე — ის ერთგვარ „წებოს“ როლს ასრულებს სხვა მოლეკულებისთვის და მათ ერთმანეთთან აკავშირებს.

საგულისხმოა, რომ აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ნეირონებში ინფორმაცია ძლიერი და სუსტი სინაფსების სახით ინახება. სწორედ სიაფსები განსაზღვრავს ნერვული ქსელის კავშირის ტიპს და ფუნქციას. ამიტომაც, ამჯერად მეცნიერები სიაფსებზე ფოკუსირდნენ — იმის გაგება სურდათ, როგორ ინარჩუნებს ეს უკანასკნელი მეხსიერებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ამასთან, მკვლევრებმა აქცენტი გააკეთეს თაგვებში თირკმელსა და ტვინში გამოხატულ ცილაზე (KIBRA). ცნობილია, რომ KIBRA-ს გენეტიკური ვარიაციები ადამიანებშიც კარგ ან ცუდ მეხსიერებასთან ასოცირდება. თუმცა ახლა KIBRA-ს სხვა მოლეკულებთან ინტერაქციაზეც იფიქრეს — მათ შორისაა PKMzeta, ცილა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების ფორმირებისთვის.

მთლიანობაში, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა KIBRA-ს გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებაში მთავარი როლი აქვს. „წინა კვლევები ორიენტირებული იყო ცალკეული მოლეკულების ინდივიდუალურ ქმედებებზე. ჩვენი კი კვლევა აჩვენებს, როგორ მუშაობს მოლეკულები ერთად. სწორედ ასე იქმნება მუდმივი გრძელვადიანი მეხსიერება. იმის უკეთ გაგება, თუ როგორ ვინახავთ მეხსიერებას, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში“, — ამბობენ მკვლევრები.

მონაცემთა ანალიზი და საქმეების გამარტივება AI-ს მეშვეობით – „კროკო სქუადის” ახალი სისტემა

შესაძლოა, წითელი ღორის ნახატი მსოფლიოს უძველეს ამბავს ჰყვებოდეს!