მაშინ როცა ნეირომეცნიერების მკვლევართა ჯგუფი იმის გასაგებად მუშაობდა, თუ როგორ იქმნებოდა და ინახებოდა ტვინში მოგონებები, მათ ფუნდამენტურ ბიოქიმიურ მექანიზმსაც მიაგნეს. როგორც ამბობენ, ეს მექანიზმი გრძელვადიანი მეხსიერების შესანახად აუცილებელია. უშუალოდ ექსპერიმენტის დროს კი, მეცნიერებს ალცჰაიმერით დაავადებულ თაგვებში ახალი მექანიზმის აღდგენა მეხსიერების დაბრუნებაშიც დაეხმარათ.
„აქამდე ცილების განაწილების მექანიზმის როლი გრძელვადიან მეხსიერებაში შეუმჩნეველი იყო. ხოლო იმისათვის, რომ ცილები ფუნქციურად აქტიური იყოს, მათი სწორად განაწილებაა საჭირო“, — ამბობს სნეჰაჯიოტი ჩატერჯი, კვლევის თანაავტორი.
მანამდე ლაბორატორიაში იმასაც აცხადებდნენ, რომ ტრანსკრიფციის ფაქტორების Nr4a ოჯახი მეხსიერების კონსოლიდაციისთვის აუცილებელი იყო. ახალმა კვლევამ კი ენდოპლაზმურ რეტიკულუმში ის ცილები აღმოაჩინა, რომელიც Nr4a-ით რეგულირდებოდა.
„ამ მექანიზმის იდენტიფიცირება გადამწყვეტი ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ როგორ ინახება მოგონებები და რა ხდება მეხსიერების დაქვეითების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ჯერ პაციენტების სამკურნალოდ ვერ გამოვიყენებთ, ნეიროდეგენერაციული დაავადების მკურნალობისთვის მაინც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, — აცხადებს თედ აბელი, კვლევის თანაავტორი.












