in

“დიდი შეერთება” საქართველოს ღამის ცაზე

400 წლის შემდეგ, 2020 წლის 21 დეკემბერს პირველად მოხდა იუპიტერისა და სატურნის „დიდი შეერთება“. ღამის ცაზე კი კაცობრიობას უკვე 800 წელია, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტების ერთმანეთთან ასეთ მანძილზე მიახლოება, არ უნახავს.

M2
M2

საქართველოში 18:20 საათიდან, ალბათ, ყველა ადამიანის თვალი გარეთ, ღამის ცისკენ იყო მიმართული და ღია ფანჯრებიდან, ან ქუჩიდან გაიგებდით მსგავს შეძახილებს – „ხედავ?“; „ჩანს?!“; „აი, მე დავინახე!“ და ასე შემდეგ…

არა უშავს, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძელით „ორმაგი პლანეტის“ ხილვა… ასტროფოტოგრაფებმა – ბექა მამუკაშვილმა და დავით დვალმა „დიდი შეერთების“ საოცარი მომენტი ფოტოებზე აღბეჭდეს.

ფოტო: დავით დვალი
ფოტო: ბექა მამუკაშვილი
ფოტო: ბექა მამუკაშვილი
ფოტო: ბექა მამუკაშვილი

ფოტო: ბექა მამუკაშვილი

„მთავარი მოტივატორი მამა იყო“ – გიორგი ლორია საფეხბურთო ცხოვრებაზე გვიყვება

ახალი გინესის რეკორდი – Twenty One Pilots-ის მუსიკალური ვიდეო 4000-ზე მეტ საათს გრძელდებოდა