in

„დიდებული გეტსბის“ 100 წელი საიუბილეო გამოცემით აღნიშნეს

სკოტ ფიცჯერალდის დიდებული გეტსბი, რომელმაც 75-იანი წლების ფრანგული დღესასწაულები გაგვაცნო და ვიზუალურად ჩვენს მეხსიერებაში 2013 წლის ფილმით გაცოცხლდა ლამაზი კოსტიუმებითა და არტ დეკოს ელემენტებით, უკვე 100 წლის გახდა. ამიტომაც გადაწყვიტა The Folio Society-ის გამომცემლობამ შეზღუდული გამოშვების წიგნის შექმნა. ფილმისგან განსხვავებით, წაკითხვისას აღმოაჩენთ, რომ ნარატივი ნაკლებად გლამურულია და სწორედ ესაა ასახული საიუბილეო გამოცემაში.

BOG
BOG

გვინდოდა, გადაგვეხვია იმ ვიზუალებისგან, რომლებიც ცნობიერში ჩაგვებეჭდა. 100 წელი გავიდა, ვფიქრობ, ეს ფიცჯერალდის ხედვაა ამერიკულ ოცნებასა და მის მიტოვებაზე, — აცხადებს ჯეიმს როუზი, Folio-დან.

დიდებული გეტსბის შეზღუდული გამოშვებისთვის წიგნის ვიზუალურად გაცოცხლება იაპონელ მხატვარ იუკო შიმიზუს დაევალა — იუკომ ჩვენი ხედვა მაშინვე დაიჭირა, იგი ნოველას გლამურული, ბრჭყვიალა ჯაზის წვეულებებითა და კაბებში გამოწყობილი გოგონებით არ ხედავს, რომლითაც იმჟამინდელი ეპოქა იყო ცნობილი. როგორც კი ამ შრეებს გადაშლით, მის ქვეშ ნამდვილი საშინელება იმალება… მას კი სწორედ ამის გადმოტანა სურდა და იმის ჩვენება, რომ ფულისა და წარმატების ზედაპირული საფარის მიღმა, ძალიან ბნელი მიწისქვეშა დინება იმალება.

ამგვარად, პირველი შთაბეჭდილებების მიღმა მკითხველი იდუმალებით მოცულ მილიონერ გეტსბის აღმოაჩენს, რომელიც სინამდვილეში თაღლითია. მნიშვნელოვან მომენტებს კი შიმიზუს ილუსტრაციებითაც იხილავთ. ჯამში წიგნში 13 ილუსტრაციაა ასახული. ყდაზეც იაპონელმა მხატვარმა იმუშავა და იგი მუქ მწვანე ფერებში წარმოგვიდგინა, მოოქროვილი კიდეებითა და თხის ტყავით. 

ლიმიტირებული გამოშვების თითოეულ წიგნზე შიმიზუსა და Fight Club-ის ავტორის ჩაკ პალანიკის ხელმოწერები დაგხვდებათ, რომელიც, თავის მხრივ, ქსოვილით მორთულ ყუთშია მოთავსებული. სულ 500 წიგნი გაიყიდება. ფასი კი 500 დოლარი იქნება. 

ვეღარასდროს შევქმნიდით გეტსბის 100 წლის გამოშვებას, ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა ვყოფილიყავით მასალების შერჩევისა და გამოყენებისას. ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვქონდა, რომ აბსოლუტური სრულყოფილება მიგვეღო… აქ მუდმივად აქტუალური თემებია… ამიტომაც, ვფიქრობ, რომ გეტსბის შეუძლია, თავისი გზა ახალ აუდიტორიაშიც იპოვოს, — განმარტავს როუზი. 

 

Silk App-ს უკვე 100 000 მომხმარებელი ჰყავს

„ლარი/ევრო/დოლარი – ბიზნეს სტრატეგია“ – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია გამოაქვეყნა