თუ გიზას დიდი პირამიდის ნახვა თქვენი მოგზაურობის სიაში ადგილს იკავებს, ახალი 3D ვირტუალური ტური თქვენთვისაა, თანაც, არც სიცხის ატანა ან ფულის გადახდა მოგიწევთ. ამაზე კი ეგვიპტის ტურიზმისა და ანტიკვარების სამინისტრომ ჰარვარდის უნივერსიტეტის გიზას პროექტის მკვლევრებთან ერთად იზრუნა — სრულიად ახალი, 360° ინტერაქციული გამოცდილება ეგვიპტის ყველაზე დიდ პირამიდებში შეგიყვანთ.
თქვენ ტურს ახ. წ. 820 წლიდან დაიწყებთ, ქურდების მიერ გაძარცვულ გვირაბში შესვლით. შემდეგ კი შეგიძლიათ მეფისა და დედოფლის პალატები მოინახულოთ, ამასთან, მესამე პალატაც, რომლის დანიშნულებაც დღემდე საიდუმლოებებით არის მოცული. დიახ, მკვლევრებმა სამივე სივრცე გადაიღეს, გააციფრულეს და იგი 3D ტურადაც აქციეს.
მართალია, გარშემო გიდები არ იქნებიან, მაგრამ თქვენს ციფრულ ექსპედიციას შესაბამისი ბმულები ახლავს, რომელზე გადასვლაც, დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ ხეოფსის არქიტექტურული საოცრების შესახებ. მოგზაურობის დაწყებას კი ამ ბმულიდან შეძლებთ.