6
Aug
2018

ღამე ჩინეთის დიდ კედელზე! – Airbnb-ის სიურპრიზი ტურისტებს

6 Aug 2018

თუ ოდესმე გიოცნებიათ ღამის ისეთ ადგილას გათენება, რომელიც კოსმოსიდანაც კი არაჩვეულებრივად ჩანს, ეს უკვე შესაძლებელია. Airbnb-მ ტურისტებს ცოტა ხნის წინ არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუმზადა და სასტუმროს სახით, არც მეტი, არც ნაკლები, ჩინეთის დიდი კედელი შესთავაზა. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთში ღამის გათენება ტურისტებს შეზღუდული დროის განმავლობაში შეეძლებათ, ამასთან გასათვალისწინებელი იქნება გარკვეული წესებიც, რომელთა ჩამონათვალიც საკმაოდ ორიგინალურად და საინტერესოდ გამოიყურება:

  • არ შეაწუხოთ 1.38 მილიარდი მეზობელი
  • იზრუნეთ კედლის მცველი სულების სიმშვიდეზე, მოარიდეთ ისინი ხმამაღალ მუსიკას
  • თუ სადმე ახლომახლო შემთხვევით დრაკონს მოჰკრავთ თვალს, თავს ნუ მოაბეზრებთ, უბრალოდ აცნობეთ ადმინისტრაციას.

 

განხილვა