როგორი კარგიც უნდა იყოს ბრენდი და როგორ ხარისხიან პროდუქტსაც უნდა ქმნიდეს, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც მის მიმართ უარყოფით შეფასებებს არ დაიშურებს. რა თქმა უნდა, ეს არასდროსაა სასიამოვნო მოსასმენი ან წასაკითხი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ნეგატივის დადებით მუხტად გარდაქმნა… სწორედ ამას ეფუძნება Liquid Death-ის უახლესი კამპანია — წყლის ბრენდმა მესამე სრული სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Greatest Hates Volume III. პრომო ვიდეოს მიხედვით კი, მისი შთაგონების მთავარი წყარო სიძულვილით გაჟღენთილი კომენტარები იყო, რომელთაც ბრენდის მიმართ ინტერნეტსივრცეში გამოხატავენ.
„ძალიან გამიხარდა ამ სიმღერაზე მუშაობა, რადგან ბრენდი არა მხოლოდ შესანიშნავ პროდუქტს ქმნის, არამედ სუპერ ჭკვიანი და ჰიპერკრეატიულია საკუთარი მარკეტინგის მიმართ“, — აღნიშნავს ფრენკ იერო, რიტმული გიტარისტი და ბექვოკალისტი.
ხოლო მარკეტინგის გუნდში მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ ნეგატიური კომენტარის მიმართ, რომელიც ინტერნეტში იწერებოდა — თითოეული მათგანი სიტყვასიტყვით გამოიყენეს ტექსტის დასაწერად. თავის მხრივ, ნარატივმა ვიდეორგოლის სპეციფიკა, ხასიათი და ფორმაც განსაზღვრა.