რა არის Weekend-ზე უკეთესი? Greekend! – ასე გიპასუხებთ საბერძნეთის ტურიზმის ნაციონალური ორგანიზაცია. Greekend, საბერძნეთში გატარებულ უქმეებს ნიშნავს. სააგენტო Ogilvy-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი ბერძნულ შაბათ-კვირაზე გვიყვება. თურმე, ის იმდენად გამორჩეულია, რომ თავისი უნიკალური სახელი დაიმსახურა. კამპანიიდან ვიგებთ, რომ მზე, ზღვა, უძველესი ხელოვნება, გართობა, ჭამა, შოპინგი, მუსიკა, ღვინო, მოკლედ უამრავი რამ, რაც შესაძლოა, უქმეებზე ისურვოთ, Greekend-შია თავმოყრილი. ასე რომ, თუ საბერძნეთიდან შორს არ ხართ, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი უიქენდი Greekend-ად აქციოთ.