in

წითელქუდას ახალი ვერსია და დამალობანას მოყვარული მგლები – Green & Black’s-ის ვიდეორგოლი

ბრიტანულმა შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია Green & Black’s-მა, სულ ახლახან, წითელქუდას ისტორიის სრულიად განსხვავებული ვერსია წარმოგვიდგინა. ბრენდის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადებაზე სააგენტო Mcgarrybowen-მა იზრუნა და მაყურებელს საინტერესო სანახაობა შესთავაზა. თუ აქამდე მგელი ყოველთვის ბოროტ პერსონაჟად გვევლინებოდა, გემრიელი შოკოლადის ვიდეოს შემთხვევაში, ეს ლამაზი ცხოველები უბრალოდ კარგი მეგობრები და თამაშის დიდი მოყვარულები არიან. ფაქტია, რომ ყველა ან თუნდაც ყველაფერი ისეთი ბნელი და შემზარავი არ არის, როგორც შეიძლება ეს ერთი შეხედვით ჩანდეს, სწორედ ასეა Green & Black’s-ის შავი შოკოლადის შემთხვევაშიც.

BOG

 

მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის ახალი კამპანია

რატომ არის Spotlight ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი?