მწვანე კომეტა C/2022 E3 ან, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, კომეტა ZTF გამყინვარების შემდეგ დედამიწას პირველად უახლოვდება. იგი ხვალ, 2 თებერვალს 42 კილომეტრზე მოგვიახლოვდება და ეს მზესა და მთვარეს შორის არსებული მანძილის მესამედია.
მზის სისტემის შიგნით ბოლოს მწვანე კომეტამ დაახლოებით 50 000 წლის წინ გაიარა, რა დროსაც იგი ყველაზე კაშკაშა სახით წარმოჩინდება. სხვა კომეტების მსგავსად, მასაც მწვანე ელფერი აქვს, თუმცა გარემო პირობებიდან გამომდინარე მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეიძლება მაინც ვერ მოვახერხოთ.
ამიტომაც, მის საყურებლად ეწვიეთ YouTube არხს, სადაც ტრანსლაცია ჩვენი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყება.
კომეტის მწვანე ნათების საიდუმლო კი მოლეკულაში იმალება, რომელსაც დიატომიური ნახშირბადი, C2 ეწოდება. მართალია, ამის შესახებ 1930 წლიდან ვიცით, მაგრამ მხოლოდ 2021 წელს შევძელით მისი საბოლოო საიდუმლოს ამოხსნა: კომეტა გალაქტიკური თოვლის ბურთია, რომელიც ყინულისა და მტვრისგან შედგება, როგორც კი მზეს მიუახლოვდება, სითბო ყინულს აირად აქცევს და კომეტის ირგვლივ ქმნის ატმოსფეროს, რომელსაც კომას უწოდებენ. იმის გამო, რომ ატმოსფერო სავსეა მზის რადიაციით, ნახშირბადზე დაფუძნებული მოლეკულები ღრუბლებში იშლება, რათა C2 შექმნან – მარტივი, მაგრამ ძალიან არასტაბილური მოლეკულა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მოლეკულას მზის სინათლის ნაწილის შთანთქმა შეუძლია, ფოტონის სახით, რათა მას მდგომარეობა შეუცვალოს. აქ კი მოლეკულა ყველაფერს აკეთებს, რათა თავის ნეიტრალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, რისთვისაც ფოტონს საშუალებას აძლევს, სინათლის ენერგია გამოუშვას. ხოლო, როცა ის თავისუფლდება C2-სგან, მწვანე შუქს ასხივებს. ამ პროცესს კი ფიზიკაში ფლუორესცენციის სახელით ვიცნობთ.
მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე რთული ამ ფენომენის შესწავლა დედამიწაზე, C2-ის არასტაბილურობაში იმალება. იმისათვის, რომ ქლორიდი მისგან ამოეღოთ, გუნდმა მოლეკულებით დაიწყო, რომლებიც ორი ნახშირბადის ატომისა და ქლორიდისგან შედგებოდა და ისინი ლაზერის დახმარებით ააფეთქეს. შემდგომ კი, დარჩენილ C2-ს კონცენტრირებული შუქით შეუტიეს. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა — ინტენსიურმა შუქმა C2 კიდევ უფრო გაააქტიურა და მოლეკულა დაშალა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული ქიმიური რეაქციის გამოკვლევა შეძლეს. მსგავსად, პროფესორმა თიმოთი შმიდტმა და თავისმა გუნდმა აღმოაჩინა, რომ C2-ს ინტენსიური მზის სინათლის ქვეშ ძალიან მოკლე სიცოცხლის ციკლი აქვს, რაც კვლავ ხსნის იმას, თუ რატომ აღარ ანათებს მოლეკულა გარკვეული დროის შემდეგ.