in

“მწვანე საჩუქარი” გარემოსდაცვით თემებზე პრინტების, ფოტოებისა და ვიდეონამუშევრების კონკურსს აცხადებს

სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარი” პრინტების, ვიდეოებისა და ფოტონამუშევრების კონკურსს აცხადებს, რომლის თემასაც ზოგადად საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი საკითხები და გამოწვევები წარმოადგენს. მიმდინარე კონკურსი პროექტის “ნარჩენი ≠ ნაგავი” ფარგლებში ტარდება. პროექტი დაფინანსებულია USAID WMTR II Program-ის მიერ, რომელსაც ახორციელებს CENN.

bog
bog-mob

აღნიშნული კონკურსის მიზანია, გარემოსდაცვითი საკითხების და გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, საზოგადოების აქტიური ჩართულობის წახალისება დასუფთავების აქცებში ჩართულობით, ნარჩენების შემცირებითა თუ მათი სეპარაციით, და ა.შ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ზრუნავს გარემოზე. კონკურსში მონაწილობის სურვილის მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ პრინტები, ვიდეო ან ფოტონამუშევრები, რომლებშიც ვიზუალისა და შინაარსის მეშვეობით შემოქმედებითად იქნება გადმოცემული საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი საკითხები, გამოწვევები და შესაძლო გადაჭრის გზები. თითოეულ კონკურს აქვს თავისი კონკრეტული თემა. გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები. კონკურსის შესახებ დამატებითი დეტალები პირობების, ვადების, თემატიკისა და საჩუქრების შესახებ იხილეთ აქ.

მსოფლიოში ნარჩენების მართვის საკითხი განიხილება, როგორც გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. ნარჩენების მართვის სისტემების ან ინფრასტრუქტურის არქონა იწვევს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნარჩენების მართვის გამართული სისტემის შემთხვევაში კი, ქვეყანაში ჩნდება პოტენციური ბუნებრივი ნედლეული, ახალი ენერგიის წყარო, მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, ამასთან ზოგავს პირველად ნედლეულს (რომელთა უმრავლესობა ამოწურვადი და არაგანახლებადია) და წაახალისებს ინოვაციურ იდეებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო ჩვენგან მეტ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებული ნარჩენების მართვის სექტორის შესახებ, მით უფრო, საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემისა და ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი საკანონმდებლო საფუძველი უკვე არსებობს და მალე რეფორმის ის ნაწილიც განხორციელდება, რომელშიც მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„მწვანე საჩუქარი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და გააჩნია გარემოსდაცვითი მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. ორგანიზაცია ხელმძღვანელობს პირველ გარემოსდაცვითი სოციალურ საწარმოს, რომლის მიზანია ქაღალდის ნარჩენების გადამუშავების წახალისება, რაც ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

თქვენი ბავშვობისეული ოცნებები თქვენს ზრდას აფერხებს

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ მომხმარებლებს კოკა-კოლას კვლავ შესთავაზებს