ჩვენი რუბრიკის წინა მასალებს თუ გაიხსენებთ, აღმოაჩენთ, რომ ბევრ, დღეისთვის პოპულარულ ინდუსტრიაზე ვისაუბრეთ, სადაც ინვესტირება ძალიან აქტუალურია. თუმცა, ამ დრომდე არ შევხებივართ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებას.
თანამედროვე მსოფლიოში, აქტიურად ზრუნავენ ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე, ნარჩენების გადამუშავების, თუ ენერგიის გამომუშავებიდან დაწყებული, ორგანული სასურსათო პროდუქტებითა და მდგრადი მეთევზეობით დამთავრებული. როგორც ჩანს, ყველანი – კლიმატის ცვლილებების შემსწავლელი მეცნიერები, მომხმარებლები, პოლიტიკოსები – ცდილობენ, მაქსიმალურად შეამცირონ ის ზიანი, რასაც კაცობრიობა გარემოს აყენებს.
თუ ამ მიმართულებით ინვესტირება გაინტერესებთ და გსურთ, თქვენს პორტფოლიოში „მწვანე კომპანიები“ დაამატოთ, გაკვირვებულიც კი დარჩებით, სექტორში არსებული შეთავაზებების ასეთი ფართო სპექტრით. სწორედ ამიტომ, დღეს, გარემოს დაცვისა და ინვესტიციის მიმართულებით არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე გიამბობთ.
მწვანე ენერგია, კლიმატური ცვლილებებით შეშფოთებულ მსოფლიოში, ძალიან აქტუალური თემაა. ელექტროენერგიის წარმოება, რომელიც წიაღისეულის საწვავზე არ არის დამოკიდებული, მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. განახლებადი ენერგიის მთავარი წყაროებია: წყალი, ქარი და მზე.
გაეროს კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი კომისიის ექსპერტთა ჯგუფის მოხსენების მიხედვით, პლანეტაზე მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებზე კაცობრიობა დიდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
„ეს ანგარიში უნდა იყოს, ერთგვარი, განგაშის ზარი, ნახშირის და წიაღისეულის წვის წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს პლანეტას“.
გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის აქტუალობის ზრდის პარალელურად, რა თქმა უნდა, იზრდება ის კომპანიები, რომელთა საქმიანობაც ამ სფეროს უკავშირდება. თემის მნიშვნელობიდან და მის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, ეს ბიზნესები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინვესტორებისთვის. მოდით, განვიხილოთ ისინი საქმიანობის სფეროების მიხედვით.
წყლის აქციები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი, რომელიც გაგვაჩნია, წყალია. არსებობს იმის საშიშროება, რომ მსოფლიოში, სუფთა წყლის მარაგი ამოიწურება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში სულ რამდენიმე თვე რჩებოდა, წყლის დაშრობამდე, სანამ მის შესანარჩუნებლად და მარაგების შესავსებად, კონსერვაციის მეთოდი არ გამოიყენეს.
ევროპის გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, მათი კონტინენტის 20 ქვეყანა სხვა სახელმწიფოების წყლის რესურსებზეა დამოკიდებული. ამათგან, 5 – ჰოლანდია, უნგრეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ლუქსემბურგი – ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან მომავალ მდინარეებს იყენებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ისინი, მეზობლებისგან, საკუთარი წყლის რესურსის 75%-ს იღებენ. თუ ამ მიმართულებით ინვესტირება გაინტერესებთ, თქვენს პორტფელში, შეიძლება შედიოდნენ კომპანიები, რომლებიც მოიპოვებენ და აგროვებენ წყალს. ა.შ.შ.-ში წყალმომარაგების უმსხვილესი კომპანიაა, American Water, რომელიც, სასმელი წყლით, 14 მილიონამდე ადამიანს ამარაგებს. Essential Utilities კი, დაახლოებით, 3 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს.
თუ ინდივიდუალურად აქციების არჩევა გიჭირთ, არსებობს ფონდები, რომლებიც ინვესტორებს წყლის მწარმოებელ კომპანიებში ფულადი რესურსის დაბანდებაში ეხმარებიან. ამ ბაზარზე, ორი ძირითადი მოთამაშეა: Calvert Global Water Fund და AllianzGI Water Fund.
ასევე, ოპერირებენ კომპანიები:
- Invesco Water Resources Portfolio ETF (PHO)
- Invesco Global Water Portfolio ETF (PIO)
- First Trust Water ETF (FIW)
- iShares U.S. Utilities Index ETF (IDU)
- Zacks Global Water Index
- Invesco S&P Global Water Index ETF (CGW)
ქარის ენერგია
ქარი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროა, რომელიც ბოლო ორ ათწლეულში, 75-ჯერ გაიზარდა. ამ ბაზარზე ლიდერი ქვეყანა ჩინეთია, რომელმაც, 2018 წელს, 217 გიგავატის სიმძლავრის ქარის ენერგია აწარმოვა. მას მოჰყვებიან: აშშ – 96 გიგავატით და გერმანია – 59 გიგავატით.
თუ ქარის განახლებადი, ან უკვე განახლებული ენერგია გაინტერესებთ, ისეთი კომპანიები მოიძიეთ, რომლებიც ამ რესურსს გამოიმუშავებენ და ყიდიან, ან – ქარის ტურბინებს აწარმოებენ. ამ სფეროში გამორჩეული ბრენდებია:
- General Electric (GE)
- NextEra Energy Partners (NEP)
- Siemens Gamesa Renewable Energy (GCTAY)
- Vestas Wind Systems (VWDRY)
მზის ენერგია
მზის საშუალებით მიღებული ენერგიის გამოყენება, ბოლო დროს, ძალიან აქტუალურია სახლებსა თუ სხვა დანიშნულების შენობებში. მხოლოდ მსოფლიოში კი არა, საქართველოშიც ხშირად შეხვდებით იმავე ტენდენციის მიმდევრებს. თუ ფიქრობთ, რომ ამ ინდუსტრიაში ნამდვილად ამოდის მზე, იმ კომპანიებში ინვესტირებაზე გაამახვილეთ ყურადღება, რომლებიც მაგალითად, მზის პანელებს ამზადებენ, ან მზის მოდულებსა და სისტემებს აწარმოებენ. მათ შორის გამოირჩევა:
დაბინძურების კონტროლის შემცირება
აქ საკვანძო ტერმინი არის „შემცირება“. სასათბურე აირების ემისიიდან დაწყებული, ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირებით დამთავრებული. ყველა ამ მიმართულებით კონტროლი იზრდება და მკაცრდება. ეს არის სფერო, რომელიც ყოველ ჯერზე რეაგირებს მაგალითად, ქიმიური ნივთიერების შემცირებაზე, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების კონტროლის შემცირების მიმართულებით, გამოირჩევიან შემდეგი კომპანიები:
მწვანე ტრანსპორტი
როდესაც მწვანე ტრანსპორტზეა საუბარი, პირველი, ალბათ, უმეტესობას, კომპანია TSLA გაგვახსენდება. ეს ბრენდი მუდმივი სიახლეებითა და არაორდინალური ლიდერის წყალობით, სულ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
თუმცა, მწვანე ტრანსპორტის მიმართულებით, არსებობს კომპანიები, რომელთა მკვლევრებიც, მაგალითად, საწვავის უჯრედების დამუშავების ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომ ავტომობილის ძრავის ალტერნატიული მეთოდი შექმნან, ან კომერციულ და სამრეწველო ობიექტებს მწვანე ენერგია მიაწოდონ. ასეთ კომპანიებს შორისაა: Ballard Power Systems (BLDP) და FuelCell Energy (FCEL).
ნარჩენების შემცირება – გადამუშავება
დღევანდელ მსოფლიოში ნარჩენების გადამუშავება უკვე სტანდარტული პრაქტიკაა. მოსახლეობის უმეტესობამ იცის, რომ შესაძლებელია ქაღალდის, ლითონის, მინის გადამუშავება და მეორედ გამოყენება. თუმცა, არსებობს ისეთი მასალებიც, რომლის გადამუშავებაზე შესაძლოა, ამ დრომდე, არაფერი გსმენიათ. არა და, მათ მეორედ გამოყენებაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. მათ შორის არის: ზეთის ბატარეები, „მობილური“ ტელეფონები, კომპიუტერები და მანქანის ნაწილებიც კი. ამ მიმართულებით არც თუ ისე ცოტა კომპანია მუშაობს. მაგალითად:
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.