„გრინ ლაიფი“, ოქროყანაში, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს არის მულტიფუნქციური პროექტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ოქროყანის სიმწვანეში, თბილისიდან 7 წუთის სავალზე.

„კომპანია „გრინ ლაიფი“ 2017 წელს შეიქმნა. აქამდე განხორციელებული გვაქვს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთი წარმატებული – „გრინ ლაიფ საბურთალო“. ჩვენი უპირატესობა ხარისხი და მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულებაა. ძირითადად, ვმუშაობთ სამშენებლო, საინვესტიციო დეველოპმენტზე, ასევე შიდა სარემონტო კონტრაქტორად. რაც შეეხება ოქროყანის პროექტს, კომპლექსი მოიცავს 900 კვ.მ. ფართობს – საბავშო გასართობ მოედნებს, საპარკინგე ადგილს, საცურაო აუზს ხედით თბილისზე, ღია და დახურულ ვერანდას, ფინურ და რუსულ აბანოს, ბიზნეს შეხვედრების ოთახს. ასევე – საკონფერენციოს, რესტორან „სქაი ბარს“, კონსიერჟის 24-საათიან მომსახურებას, სამრეცხაოს და ყველა იმ კომფორტს, რასაც მაღალი დონის სასტუმრო სთავაზობს მომხმარებელს“.


როგორც კომპანიაში ამბობენ, ოქროყანის კომპლექსში, ფართის მფლობელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, სასტუმროდ დატოვებს, თუ ბინად გადააკეთებს. შეთანხმების შემთხვევაში, მის კომერციულ გამოყენებას „გრინ ლაიფი“ უზრუნველყოფს.
ოქროყანაში, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.


„ეს პროექტი გამოირჩევა ადგილმდებარეობით და იმით, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს კომფორტული და სასიამოვნო დროის გასატარებლად. კომპლექსი მდებარეობს რეკრიაციულ ზონაში, რისი სარგებლობის უფლებაც ექნება თითოეულ ჩვენს მესაკუთრეს. ნამდვილად ვერ იტყვით იმას, რომ თბილისში ბევრია მსგავსი მაღალი დონის აპარტ – ჰოტელი ასეთი ადგილმდებარეობით და მაღალი მშენებლობის ხარისხით“.

[R]















