3
Aug
2018

ბრძოლა უკანასკნელი ხისთვის! – Greenpeace-ის კამპანია და ბელოვეჟის ტყე​ Minecraft-ის თამაშში

3 Aug 2018



Minecraft-ი კიდევ ერთხელ ჩაერთო გარემოს დაცვისკენ მიმართულ სოციალურ კამპანიაში და ამჯერადაც, საკმაოდ შედეგიანად. პოლონეთი თავისი უნიკალური ბუნებით მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, ადგილობრივები განსაკუთრებით ბელოვეჟის ტევრს უფრთხილდებიან, თუმცა, საპირისპიროს აკეთებს სახელმწიფო. უყურადღებობამ და ტყის უკანონოდ გაჩეხვამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ჩაერთო საქმეში ორგანიზაცია Greenpeace-ი და Minecraft-ის დახმარებით ბელოვეჟის ტყე თამაშში შეიტანა. 19 GB, 7 მილიონი ხე, 50 ბილიონი კუბიკი – ახალმა ტერიტორიამ თამაშის მოყვარულებში დიდი სიმპათია დაიმსახურა და საზოგადოების დიდი ყურადღებაც მიიპყრო.

 

განხილვა