in

„მწვანე” მშენებლობის კონცეფცია და მომხმარებლის ინტერესების დაცვა – Greenby Construction-ის წარმატების გზა

რას ვაკეთებთ, როდესაც სახლის ან კომერციული ფართის აშენება ან გარემონტება გვსურს? პირველ რიგში, ვიწყებთ ფიქრს, ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს, რა ბიუჯეტი დაგვჭირდება, რადგან წინასწარ ყოველთვის გვაქვს განსაზღვრული გარკვეული თანხა. ასევე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფართი უნდა იყოს ჩვენზე მორგებული, გამძლე, სანდო და ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული, რათა არ შეუქმნას საფრთხე ჩვენს ჯანმრთელობას.

ფიქრების დალაგებისა და გეგმის შედგენის შემდეგ იწყება იმ ჯგუფის მოძიება, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ჩავაბარებთ. მას უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ფული, სურვილები, გემოვნება და, ფაქტობრივად, მომავალი. მაღალი კონკურენციის პირობებში კი ასეთი კომპანიის შერჩევა არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, შერჩევის პროცესში ალბათ დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მათი დახმარებით გადავწყვიტოთ, ვის ვანდობთ ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეს. 

Greenby Construction ის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც არ გპირდებათ ყველაფერს, არამედ მას კონკრეტულად აქვს განსაზღვრული, რაშია კომპეტენტური და როგორ შექმნის თქვენს სახლში საუკეთესო ცხოვრების გამოცდილებას. „გრინბი” 2016 წელს დაარსებული სტარტაპია, რომლის მთავარი ფასეულობებიც ხარისხსა და მომხმარებელზე ფოკუსირებას ეყრდნობა. „გრინბის” სურვილია, თითოეულ მომხმარებელს შეუქმნას მყუდრო და სასიამოვნო გარემო, გამოიყენოს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და მომხმარებელს ჩააბაროს პროექტი, რომელიც მას თავად ექნებოდა წარმოდგენილი.

უფრო მეტს Greenby Construction-ის შესახებ, თავად მისი დამფუძნებლები მოგვიყვებიან:

გიორგი მორგოშია, დამფუძნებელი:

გრინბი –  ორი მეგობრის ბიზნესად ქცეული იდეაა, რომელიც დღეს წარმატებულ სტარტაპ კომპანიას წარმოადგენს. 

ის მეოთხე წელია მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის დაარსება საქმისადმი ინტერესმა, ახლის შენების, განვითარებისა და ბაზარზე არსებული სტერეოტიპის დამსხვრევის სურვილმა განაპირობა. როგორც წესი, ნებისმიერი სამშენებლო და სარემონტო პროცესი ხშირად ადამიანისთვის უამრავ დაკარგულ დროსთან, გაზრდილ და გაუთვალისწინებელ ბიუჯეტთან, პროფესიონალი კადრების სიმწირესა და უამრავ წვრილმან პრობლემურ ფაქტორთან ასოცირდება. 

გრინბი მომხმარებელს ინდივიდუალურ, პროფესიონალურ და მათზე მორგებულ სერვისს სთავაზობს. კომპანიის მთავარ მახასიათებლებს კლიენტის მოთხოვნების სრულად გათვალისწინება, დაგეგმარებისა და სამუშაო პროცესში ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიყოლა, ბიუჯეტის მიხედვით ხარჯვა და რაც ყველაზე მთავარია, კვალიფიციური მომსახურების გამწევი პირებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

M: რას მოიცავს თქვენი B2B მიმართულება?

ჩვენი კომპანია წლებია ვითარდება და სთავაზობს მომხმარებელს მულტიფუნქციურ მომსახურებას როგორც სამშენებლო, ისე სარემონტო სფეროში. ამ წლების განმავლობაში მრავლად დაგვიგროვდა სანიმუშოდ შესრულებული ბიზნეს პროექტები. დამკვეთების კმაყოფილებითა და დადებითი უკუკავშირის გაანალიზებით კი გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება უფრო გავაფართოოთ და უახლოეს მომავალში ბევრი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ კომპანიებს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტს.

M: რაზე დაფუძნებით ახერხებთ მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და რამდენად რთულია ასეთი ხარისხის შექმნა დღეს ქართულ ბაზარზე სამშენებლო სექტორში?

ქართულ ბაზარზე ხარისხის შენარჩუნების პრობლემას ხშირად არაპროფესიონალი კადრების, არასწორად დაგეგმილი განსახორციელებელი სამუშაოების, არასათანადო და შეუსაბამო მასალების გამოყენებისა და გავრცელებულ შემთხვევებში არაკვალიფიციური ფინანსური დაგეგმარების ხარვეზები წარმოადგენს. გრინბი კი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანიის ხარისხის შენარჩუნების მთავარ საფუძველს კვალიფიციური კადრების სტაბილური და ფართო ბაზა წარმოადგენს, რომლებიც როტაციული პრინციპით, მუდმივად არიან ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტში. გარდა ამისა, ბაზარზე არსებულ კომპანიათა უმრავლესობისგან განსხვავებით, გრინბის მთავარ დამახასიათებელ კრიტერიუმს, სამუშაო პროცესის თითოეულ სტადიაზე მენეჯმენტის მუდმივი ჩართულობა წარმოადგენს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამკვეთის კმაყოფილება, ამას კი იდეალურად შესრულებული პროექტები განაპირობებს!

ბაჩო კაჭარავა, CEO:

ალბათ არავისთვისაა უცხო, რომ ქართული სამშენებლო ბაზარი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, უამრავი საინტერესო დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტით, რომლებიც გარდა მსხვილი ურბანული ცენტრებისა, ხორციელდება სხვადასხვა გეოგრაფიისა და ლანდშაფტის რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, სადაც ინდივიდუალური და სხვადასხვა სპეციფიკის პროექტები მიმდინარეობს. ცალკეა აღსანიშნავი მიმდინარე სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მიერ ხორციელდება. გრინბის უპირატესობას კი დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომა წარმოადგენს. ბაზარზე არსებული მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი შემუშავებული პროექტის მიხედვით ახორციელებენ მშენებლობას და შემდგომ რეალიზაციას, კომპანია სრულად იზიარებს დამკვეთის მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს პროექტის განხორციელებას. გრინბის შესრულებული სამუშაოს წარმატებას კი განხორციელებული სამუშაოებით კმაყოფილი კლიენტები წარმოადგენენ.

M: რა გამოწვევების წინაშე დგებით ძირითადად და როგორ ახერხებთ მათთან გამკლავებას?

ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, სამშენებლო ბაზარზე არსებული არასტაბილური ფასთა მარჟა წარმოადგენს. აღნიშნულს ძირითად შემთხვევებში განაპირობებს დამკვეთის მიერ იაფი მუშახელის მოძიების სურვილი, ხოლო ინდივიდუალური კადრები, როგორც წესი, კლიენტებს არაადეკვატურად დაბალ ფასს სთავაზობენ. ბუნებრივია, უმეტეს შემთხვევაში შედეგით დამკვეთი კმაყოფილი არ რჩება, ხოლო გამოსწორებისთვის კი გაცილებით მეტი რესურსის გაღება უწევს. არსებული მიდგომა განაპირობებს კომპანიისადმი კლიენტის მიერ სერვისის შეუსაბამო ფასად შესრულების მოთხოვნას, რაც სამუშაო პროცესს კარდინალურად ართულებს, ხოლო სასურველი შედეგის მიღწევას კი ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.

M: რომელ პროექტებს გამოარჩევდით უკვე განხორციელებულებიდან და რატომ?

გრინბისთვის თითოეული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა.
აქვე რამდენიმე მათგანს გამოვარჩევდით. მათ შორის, ქ. თბილისში ი.
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“, „კინგ დავიდში“
არსებული სპორტული კომპლექსი – „სნეპ პრემიუმი“, ახლახან დასრულებული
უნიკალური სასტუმრო „ლაგუნა“, რომელიც ურთულესი კონცეფციის
გათვალისწინებით სრულად შესრულდა დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და
ასევე, ჩვენი გუნდი,  ზ. დუმბაძის ქუჩაზე არსებულ, პრემიუმ კლასის
მრავალფუნქციურ კომპლექსს, „გერგეთი რეზიდენსს“ უწევს პროექტ მენეჯმენტის
მომსახურებას.

ლაგუნა
სნეპი
ჰოუმმარტი

M: მწვანე შენობის კონცეფციაზეც ვისაუბროთ…რას გულისხმობს ის და როგორ ინტეგრირდება თქვენს პროექტებში?

მწვანე შენობის კონცეფცია ბუნებისა და საცხოვრებელი გარემოსთვის მაქსიმალურად ეკომეგობრული პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული არ მოიაზრებს მხოლოდ შენობის გარე ფასადისა თუ შიდა ინტერიერის მცენარეებით ან და სხვა დეკორით მოწყობას. მნიშვნელოვანია შიდა ჰაერის კარგი ხარისხის უზრუნველყოფა, ეთიკური თუ მდგრადი და ენერგოეფექტური მასალების გამოყენება, ზოგადად არსებული გარემოს გათვალისწინება დიზაინში, მაღალი სტანდარტის მქონე სერტიფიცირებული მასალის მაქსიმალური გამოყენება და სხვა.

მწვანე კონცეფციის შესაძლებელია იყოს ნებისმიერი შენობა, იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, სპორტული მოედანი თუ უბრალოდ კერძო სახლი. მთავარია, იგი მოიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს.

„გრინბი” ის ბრენდია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელიც „გრინბის” ქმნის, მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს, ამიტომ ის ხშირად უზრუნველყოფს კადრების გადამზადებას, მათთვის ონლაინ თუ ადგილობრივი მასტერკლასების ჩატარებას. იმისთვის, რომ მომხმარებლის უკუკავშირი შეიტყოს, კომპანია აწარმოებს გამოკითხვას და ინიშნავს მნიშვნელოვან მომენტებს. მომხმარებლის დადებითი შეფასება კი ის მთავარი ძალაა, რაც „გრინბის” უკეთესი სამომავლო პერსპექტივების დაგეგმარებაში ეხმარება.

[R]

Samsung-ის სატირული ვიდეორგოლი ახალი სმარტფონის ყიდვის შიშზე გვიყვება

კრეატიული სააგენტო Mother ტყვიაგაუმტარ დასასვენებელ სამოსს ქმნის