31 ოქტომბერს, Start-up-ების კონკურსის Get In The Ring–ის ფინალისტები გამოვლინდებიან. მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოებს შორის 2 ქართული კომპანია ”იბრძვის” ინვესტიციის მოსაპოვებლად. პროექტის წარმომადგენელი და ორგანიზატორია საქართველოში ინოვაციების და მეწარმეობი განვითარების ცენტრი
Erasmus Centre for Entrepreneurship–ის პროექტ Get In The Ring-ში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველომ და ფინალურ ეტაპზე 2 ქართული კომპანია სტარტაპით წარსდგა. პროექტის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კომპანიის გამოვლენა, რომელიც მილიონ ევროიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს.
GreenGo, რომლის საქმიანობა სასათბურე მეურნეობებს უკავშირდება, ერთ-ერთი ნახევარფინალისტია. კომპანიის დამფუძნებელი რევაზ პეტრიაშვილი ამბობს, რომ ამ სფეროში განვითარების საკმაოდ დიდ პოტენციალია, რასაც დაფინანსება სჭრიდება.
”აქედან გამომდინარე გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა, რომელიც მოიცავს გამარჯვებული start-up ბიზნესის დაფინანსებას; ინტერნეტით მივიღე ინფორმაცია გამოცხადებულ კონკურსზე, შესარჩევი ეტაპიდან გადავედით ნახევარფინალში და ახლა ველოდებით ნახევარფინალის შედეგებს”.
გვიამბეთ თქვენი კომპანიის შესახებ, როგორ შექიმნა და რა პროექტებზე მუშაობს? მისი პროდუქცია სად ვრცელდება?
კომპანია GreenGo დავაფუძნეთ 2012 წლის ნოემბერში. რამოდენიმე თვით ადრე, მე (სპეციალობით მარკეტერი) და ჩემმა ორმა მეგობარმა (ოთარ ბოკერია – ფინანსისტი, ლევან ხარაძე- დისტრიბუცია, ლოჯისტიკა) გადავწყვიტეთ დაგვეწყო რამე საინტერესო საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სფეროსთან არ გვქონდა შეხება, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი გამოცდილება კარგად მოერგებოდა ამ კონკრეტულ საქმიანობას.
კვლევებმა და მოძიებულმა ინფორმაციამ გვაჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის ეს განხრა ასათვისებელია და აქვს დიდი პოტენციალი. დახმარებისთვის მივმართეთ საქართველოში სპეციალისტს და დავიწყეთ სალათის ფურცლის წარმოება. პროდუქციის დისტრიბუცია, ვახდენთ როგორც რესტორნებში და სასტუმროებშო (სადაც უფრო ევოპული სამზარეულო არის აქტუალური), ასევე სუპერმარკეტების ქსელებში.
კონკურსზე ერთი რომელიმე მიმართულების ინვესტირებისთვის წარადგინეთ თქვენი მონაცემები თუ მთელი კომპანიაზეა საუბარი?
კომპანიას ამ ეტაპზე აქვს არჩეული მხოლოდ 1 მიმართულება – სასათბურე მეურნეობა. მოცემულ ეტაპზე კომპანია აწარმოებს საქმიანობას თბილისის ტერიტორიაზე და არ ააქვს სხვა დამატებითი რეგიონალური ან რაიმე სხვა სახის მიმართულება.
კონკურსის მთავარი ”პრიზი” გამარჯვებულ კომპანიაში ინვესტიციების ჩადებაა. რა მიმართულებით გჭირდებათ თქვენ ინვესტიცია?
ჩვენ გვინდა განვავრცოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონში (ვგეგმავთ სასომხეთში). ავაშენოთ სათბურები და განვავითაროთ საქმიანობა. კონკრეტულად, შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და დავნერგოთ ახალი კულტურა ბაზარზე საცალო გაყიდვების კუთხით.
რა შანსები აქვს თქვენს კომპანიას ფინალში? რითი ”უპირისპირდებით” კონკურენტებს?
ჩვენ ვართ გამოცდილი, მიზანზე ორიენტირებული ახალგაზრდების გუნდი, რომლებიც თავდაუზოგავად ვმუშაობთ და ვიბრძვით წარმატების მისაღწევად. გვინდა დავნერგოთ ქართულ ბაზარზე თანამდეროვე ტექნოლიგიები და სიახლეები.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა ისეთ მნიშვნელოვან კონცეფციებს, როგორიც არის ჯანსაღი კვების ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება. ამ ეტაპზე არანაირი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია. ვიმედოვნებ, რომ გავალთ ფინალში და გავიმარჯვებთ.