24
Nov
2017

GreenHill Residence – საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები ერთ კომპლექსში

24 Nov 2017

GreenHill მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია და, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, შენობების სიმყარითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი გამოირჩევა.

 

 

მეგი სარიშვილი (GreenHill-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი): ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე და კომერციულ ფართებს, შედგება 4 ბლოკისგან. აქედან, ერთი  შენობა – 22 სართულიანი (პირველ 6  სართულზე განთავსდება ოფისები, მე-7 სართულიდან იწყება საცხოვრებელი ფართები), ორი 11 სართულიანი და ერთი 14 სართულიანია. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება სავარჯიშო დარბაზი, სუპერმარკეტი, საბავშვო ბაღი, აფთიაქი და ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა ობიექტები. თითოეულ ბლოკს აქვს ერთი სადარბაზო, რომელიც აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ერთ სართულზე სადარბაზოს ფართობი, დაახლოებით, 120 მ2-ია სადაც, არის ფოიე და ორი ლიფტი (სატვირთო და სამგზავრო). რაც შეეხება პარკირებას, გარდა გასაყიდი პარკინგისა, გვაქვს 100 ზე მეტი პარკირების უფასო ადგილი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენს მობინადრეებზეა გათვლილი. ბინებს ვაბარებთ მწვანე კარკასის მდგომარეობაში, ანუ საჭიროებს მხოლოდ შიდა ინტერიერისა და კოსმეტიკურ სამუშოებს. სურვილის შემთხვევაში, მობინადრებს სრულ რემონტსაც ვთავაზობთ. კომპლექსი ექსპლუატაციაში 2018 წლის აპრილში შევა.

M: ვისთვის არის GreenHill?

GreenHill Residence გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე.

M: მყიდველისთვის, როგორც წესი, მნიშვნელოვანია გადახდის მოქნილი სისტემა. თუ გაქვთ რაიმე სპეციალური შეთავაზება? 

გვაქვს როგორც შიდა უპროცენტო,  ისე 10 წლიანი საბანკო განვადება. ასევე, 1 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ვგეგმავთ ძალიან საინტერესო წინასაახალწლო აქციას, რომელზეც კონკრეტული საკომუნიკაციო კამპანია გვექნება. ახლა კი ჩვენი მთავარი გზავნილია #გადმოდიჩვენთან.

M: დღეს ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების საკითხი. ამ მიმართულებით თუ არის განვითარებული GreenHill ?

GreenHill 33 500 მ2 მიწის ფართობზე მდებარეობს. აქედან, 10 000 მსარეკრეაციო ზონაა, სადაც განლაგდება საბავშვო მოედანი, სტადიონი, მოსასვენებელი ადგილები და ველო ბილიკები. გვყავს ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც კომპლექსს ყველა წესისა და ნორმის დაცვით მოაწყობს. გარდა ამისა, ტერიტორია, ლოკაციიდან გამომდინარე, ბუნებრივად გამწვანებულია და ხდება მისი ბუნებრივი განიავება. შესაბამისად, GreenHill-ში ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ამას ემატება „ვერეს ხეობის“ ჰაერიც. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვზრუნავთ ჩვენი მობინადრეების ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე და „გრინჰილ რეზიდენსში” განთავსდება ელექტრომობილის დამტენი.

M: დღეს ქალაქში ბევრი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ასეთი კონკურენციის პირობებში, რატომ უნდა აირჩიონ  GreenHill ? 

პირველ რიგში, იმიტომ რომ GreenHill-ის წინ არასოდეს  აშენდება სხვა შენობა, რადგან აქ „ვერეს ხეობაა“ და მასზე განაშენიანება შეუძლებელია. რაც შეეხება არსებულ ტერიტორიას – 33 500 მ2 მთლიანად ჩვენს მფლობელობაშია და, ფაქტობრივად, ადგილი არ არის ახალი მშენებლობისათვის. ამასთან, კომპლექსი, სეისმურად, 9 ბალიან მიწისქვეშა ბიძგებზეა გათვლილი. გარდა ამისა,  GreenHill შენდება კლდეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სიმყარეს. მობინადრეებს თავიდანვე საქმის კურსში ვაყენებთ, რომ, კომპლექსის უკან მდებარე ტერიტორიაზე,  2018 წლიდან ვგეგმავთ მშენებლობის მეორე ეტაპს, სადაც  კორპუსებს შორის დაშორება 80 მეტრი იქნება. ეს არა თუ შეესაბამება, არამედ აღემატება კიდეც დადგენილ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ყველა ბინას ექნება ხედი და სივრცე. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, ჩვენი კომპლექსის შენობების მთლიანი კონსტრუქციული ნაწილი მონოლითია, კარ-ფანჯარა კი ხმაგაუმტარი ალუმინისაა. ფასადი და ბინებს შორის კედლები ამოყვანილია 30 cm-იანი ენერგოეფექტური პემზის, შიდა ტიხრები – 10 cm-იანი აკუსტიკური ბლოკით. აღანიშნავია, რომ, ექსპლუატაციის შემდეგომ, კომპლექსის მოვლა – პატრონობას (ტერიტორიის 24 საათიანი დაცვა, დასუფთავება, პარკინგის განათება, ლიფტების მოვლა, მებაღე და ა.შ.), კონკრეტული კომპანია უზრუნველყოფს.

განხილვა