10
Oct
2019

GreenHill Residence – საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები ერთ სივრცეში

10 Oct 2019

„გრინჰილი’’ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მომხმარებლებს მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს. იგი მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე და კომერციულ ფართებს.


GreenHill Residence საბურთალოზე უნივერსიტეტის ქუჩა #24-ში მდებარეობს. იგი 4 ჰექტარზეა განთავსებული, საიდანაც 1 ჰექტარი მთლიანად ეზოს ტერიტორიას წარმოადგენს. პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობა და შესახლების პროცესი დასრულებულია. პროექტის მეორე ეტაპის მშენებლობის მთლიანი ხანგრძლივობა 2 წელია. მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის აპრილში დასრულდება. სტანდარტული ბინების ფართობი 58 დან 160 კვ.მ მდე მერყეობს, ასევე არის არასტანდარტული ზომის ტერასიანი ბინები, რომელსაც ტერასის სახით საკუთარი ეზო მოყვება – ფართობი 500 დან 600 კვ.მდეა.

“გრინჰილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, რასაც „ვერეს ხეობის“ ჰაერიც უწყობს ხელს. ტერიტორია, ლოკაციიდან გამომდინარე, ბუნებრივად გამწვანებულია და ნიავდება.“

მნიშვნელოვანია, რომ GreenHill-ში ბინებს ხედი არასოდეს არ შეეცვლება. არსებული კორპუსების წინ ახალი შენობა სამომავლოდ არ აშენდება, რადგან 33 500 კვ.მ მიწის ფართობი სრულად კომპანიის მფლობელობაშია და ახალი მშენებლობისათვის სხვა ადგილი უბრალოდ არ არსებობს. კომპანია მომხმარებლებს მთლიანი კომპლექსის განაშენიანების გეგმას ყიდვისას აცნობს და ჰპირდება, რომ ხედი სამუდამოდ შენარჩუნდება, იქიდან გამომდინარე, რომ კომპლექსის იგრვლივ ვერეს ხეობაა და მასზე განაშენიანება შეუძლებელია. მთლიანი ტერიტორიიდან 5000 კვ.მ სარეკრეაციო ზონაა, სადაც განთავსებულია საბავშვო მოედანი, სტადიონი, მოსასვენებელი ადგილები და ველობილიკები.

დასრულებულ და მშენებარე კორპუსებს შორის მანძილი 80 მეტრია, სწორედ აქედან გამომდინარე, ყველა ბინას აქვს ხედი და სივრცე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეზოს ტერიტორიაზე 100-ზე მეტი პარკირების უფასო ადგილია.

“ბინები მყიდველის სურვილისამებრ არასრული თეთრი კარკასით ან რემონტით ბარდება. რაც შეეხება რემონტს, შესაძლებელია, აირჩიოთ ჩვენი პროფესიონალი დიზაინერების მიერ მომზადებული სხვადასხვა დიზაინიდან თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ან თავად ჩაერთოთ ტიხრებისა და დიზაინის შერჩევის პროცესში და შექმნათ თქვენი უნიკალური დიზაინი.”

კომპლექსის ტერიტორიაზე ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვადასხვა ობიექტია. აქვე შენდება ცალკე მდგომი შენობა, სადაც აუზი და სატრენაჟორო დარბაზი მოეწყობა.

‘’გრინჰილი’’ მყიდველებს 2-წლიან შიდა უპროცენტო ან იპოთეკურ საბანკო განვადებას სთავაზობს.

#გადმოდიჩვენთან

 

 

 

 

 

[R]

განხილვა