in

Greenpeace-ის „მარტოხელა ზვიგენი“ მიზნად პოპულაციის გადარჩენას ისახავს

ზვიგენების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით Greenpeace-მა ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი  მარტოხელა ზვიგენი გამოუშვა. მსგავსად, კომპანია ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში ზვიგენებზე გადაჭარბებული ნადირობის შესახებ საუბრობს.

BOG

ჩრდილო ატლანტის ოკეანეში ყოველდღიურად თითქმის 745 მილი სათევზაო ბადე და 28 000 ნემსკავი აღწევს, რითაც პატარა ზვიგენების არსებობას საფრთხე ექმნება.

საერთაშორისო ორგანიზაციამ კი The Lonely Shark სწორედ მთავრობების მოზიდვის მიზნით შექმნა, რათა დედამიწაზე ყველაზე დიდი მტაცებელი თევზი დაიცვან. სიუჟეტში ორ მეგობარ ზვიგენს ვხედავთ, რომლებიც წყალში ჩაძირული გემის ირგვლივ გადაადგილდებიან, უცებ კი ზედაპირზე კიდევ ერთი გემი ჩნდება, რომელსაც ზღვაში ნემსკავები აქვს ჩაშვებული, მეგობრებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ კაუჭს ემსხვერპლება… საკმაოდ შემზარავი და ემოციური სცენა Radiohead-ის სიმღერის Bloom პარალელურად მიმდინარეობს. ვიდეოს ბოლოს კი სტატისტიკას გვაცნობენ, რითაც მისი გადაღების მიზანიც აშკარა ხდება — ზვიგენების გლობალური პოპულაცია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში 70%-ზე მეტით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად კი Greenpeace 30×30 ხელშეკრულებისკენ ისწრაფვის, რაც 2030 წლისთვის მსოფლიოში არსებული ოკეანეების 30%-ის დაცვას გულისხმობს, ეს ადგილები, ცხოველების თავშესაფარს დაეთმობა, რითაც ზვიგენების პოპულაცია გლობალურად აღდგება. 

საინტერესოა ისიც, რომ შინაური ცხოველების საკვებიდან დაწყებული და მაკიაჟისთვის საჭირო პროდუქტებით დამთავრებული, ზვიგენზე გლობალური მოსთხოვდა კვლავ იზრდება და ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარსაც აღემატება.

როცა ევროკავშირი და მისი ქვეყნები აცხადებენ, რომ ოკეანის დაცვაში ჩემპიონები არიან, მათი სათევზაო ფლოტები ნადირობენ იქ, სადაც ზვიგენების გამრავლების ადგილებია, თანაც, თევზაობის დესტრუქციული ტექნიკით. ესპანეთი და პორტუგალია მეთევზეობას აქტიურად მისდევს, ხელს უშლის ოკეანის დაცვისთვის განხორციელებულ პროექტებს, ეს შოკისმომგვრელი ამბავია, რადგან გარემოს ზიანს მასშტაბურად აყენებს, — აცხადებს მაკკალუმი. 

აგვისტოში კი გლობალური მთავრობები ერთმანეთს შეხვდებიან, რათა 30×30-ის ოკეანის გლობალური ხელშეკრულება სისრულეში მოიყვანონ…

შესაძლოა, ADHD-ის მედიკამენტები ალცჰაიმერის სამკურნალოდ გამოიყენონ

კაფსულიდან ყინულებში – სპეციალურად ცივი ყავისთვის შექმნილი ახალი კაფსულები მეამასგან