კომპანია გრინტესტისა და საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ კურსს – Secure & Control your Network. ეს არის პრაქტიკული კურსი და გამიზნულია ქსელურ ინჟინრებზე, რომლებსაც უკვე აქვთ მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ჯერ კიდევ არ აუთვისებიათ ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის დეტალები. ტრენერები გაგიზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას, აგიხსნიან მუშაობის პრინციპს და მოგცემენ მზა რეცეპტებს VPN, NGFW და ქსელის მართვისა და მონიტორინგის ტექნოლოგიების გამართვისათვის.

კურსს გაუძღვებიან კომპანია გრინნეტის გამოცდილი ინსტრუქტორები: სანდრო ჩაჩანიძე, მიხეილ გზირიშვილი, ირაკლი შავგულიძე
კურსის ხანგრძლივობაა: 2 დღე (8 საათი)
კურსის ღირებულება: 100 ლარი
შემოსული თანხა სრულად გამოიყენება ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად.
კურსის გასავლელად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.
ტრენინგის განრიგის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
[R]













