კომპანია გრინვოში თვითმომსახურების სამრეცხაოების პირველი ქსელია თბილისში, რომელმაც პანდემიის დროს დაიწყო ოპერირება 31 ბოქსით და ქალაქის ყველა უბანში თვითრეცხვის ახალი გამოცდილება გაუზიარა ავტომოყვარულებს. ახლა კი კომპანია 4 წლის გახდა და ამ დრომდე მილიონ ნახევარზე მეტი მანქანა გაირეცხა გრინვოშის ფილიალებში…
გრინვოში თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელია, სადაც საკუთარი ავტომობილი თავად შეგიძლია გარეცხო, განსაზღვრო მანქანის რეცხვის რეჟიმი, აირჩიო სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა.
გრინვოშის სამრეცხაოს ტექნიკა აწყობილია და წარმოებულია უკრაინაში, ხოლო საუკეთესო ხარისხის ქაფი არის პოლონური ფირმის — Easy wash, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ლაქების გარეშე აშორებს ჭუჭყს ავტომობილს.
გრინვოშის ფილიალებში, მაქსიმალური სისუფთავის მისაღებად, მომხმარებელს სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით შეუძლია ავტომობილის გარეცხვა. არჩევანის გაკეთება შესაძლებელია 6 პროგრამიდან: ქაფი, შამპუნი (ქაფი+წყალი), ცივი წყალი, ცხელი წყალი, დამცავი ფენა ცვილი, წყალი ლაქების გარეშე.
პროგრამების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აქტიურად ვაწვდით მომხმარებლებს, რათა სწორად გააკეთონ არჩევანი და საკუთარი მანქანის მდგომარეობას მოარგონ:
- ავტომობილის ძარაზე სარეცხი ქაფის ჭუჭყთან რეაქციაში შესვლისთვის დატანის შემდეგ რეკომენდებულია, დაიცადოთ 1-2 წუთი.
- შამპუნი ანუ (ქაფი + წყალი) გამოიყენება მდგრადი ჭუჭყის მოსაცილებლად.
- რეცხვა იწარმოება აქტიური სარეცხი საშუალების გამოყენებით — მაღალი წნევის ჭავლით და უზრუნველყოფს ჭუჭყის და სარეცხი საშუალების ნარჩენების მაღალეფექტურ ჩამორეცხვას.
- ცხელი წყალი ძალიან მარტივად აშორებს ლაქებს და განსაკუთრებით რეკომენდებულია ზამთარში, წყლის ტემპერატურა 40°C-ია.
- დამცავი ფენა ცვილი გამოიყენება მხოლოდ ავტომობილის შეღებილი ზედაპირის გაპრიალებისა და დაცვის მიზნით. დაიტანება ავტომობილის მხოლოდ სუფთა ზედაპირზე. ცვილის დატანის შემდეგ ნარჩენები ჩამოირეცხება წყლით.
- წყალი ლაქების გარეშე გამოიყენება სარეცხი საშუალებისა და ცვილის ნარჩენების ჩამოსარეცხად. პროგრამაში გამოიყენება დემინერალიზებული წყალი, რომლის შრობის შემდეგ ავტომობილის ძარაზე არ რჩება ლაქები.
ეს პროგრამები მანქანის მფლობელს საშუალებას აძლევს, გააწკრიალოს ავტომობილი ისე, როგორც მას უნდა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი რიგების გარეშე, დროის მცირე მონაკვეთში და ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. საშუალოდ, ავტომობილის რეცხვა მომხმარებელს 3-დან 6 ლარამდე უჯდება. ამასთან, გრინვოში მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ანებივრებს აქციებით თუ ფასდაკლებებით.
გრინვოშის ფილიალები ღიაა 24/7-ზე, ამ ეტაპზე წარმოდგენილია 5 უბანში შემდეგ მისამართებზე: ბელიაშვილი, ნოდარ ბოხუას N1, ფეიქრების ქ. N 2, დავით აღმაშენებლის ხეივანი N164, ბერი გაბრიელ სალოსის N175ა, ბოგდან ხმელნიცკის I შესახვევი, გლდანი, ილია ვეკუას 54.
საგულისხმოა, რომ სამომავლოდ კომპანია აპირებს როგორც დედაქალაქში, ისე სხვადასხვა რეგიონში გაფართოებას. ამასთანავე, კომპანია შემოდგომაზე მომხმარებლებს სიურპრიზს უმზადებს და გადახდების კიდევ უფრო მოქნილ, ინოვაციურ მეთოდებს შესთავაზებს.
[R]