in

ხანდახან ექიმი ყველაფერს სჭირდება

ხანდახან ექიმი ყველას და ყველაფერს სჭირდება. ეს სწორედ ის იდეაა, რომლის ირგვლივაც „გრინვოშის” ახალი ვიდეოკამპანია შეიქმნა. როგორც ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა პროფილის ექიმები, ისე ავტომობილებსაც.

საკმაოდ ხშირად გვგონია, რომ მანქანის გარეცხვა მარტივი და სწორხაზოვანი პროცესია. დაიტანეთ ზედაპირზე ქაფი და ჩამორეცხეთ წყლით, თუმცა, რეალურად, ყველაფერი ასე მარტივადაც არაა. გრინვოშის ვიდეოკამპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს გახლდათ, ეჩვენებინა მომხმარებლებისთვის, რომ სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა რეჟიმის გამოყენებაა საჭირო.

კომპანია გრინვოში თვითმომსახურების სამრეცხაოების პირველი ქსელია თბილისში, რომელსაც ამჟამად 30-ზე მეტი ბოქსი აქვს, სადაც საკუთარი ავტომობილი თავად შეგიძლია გარეცხო, განსაზღვრო მანქანის რეცხვის რეჟიმი, აირჩიო სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა.

გრინვოშის ფილიალებში, მაქსიმალური სისუფთავის მისაღებად, მომხმარებელს სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით შეუძლია ავტომობილის გარეცხვა. არჩევანის გაკეთება შესაძლებელია 6 პროგრამიდან: ქაფი, შამპუნი (ქაფი+წყალი), ცივი წყალი, ცხელი წყალი, დამცავი ფენა ცვილი, წყალი ლაქების გარეშე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის პროგრამის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

კომპანია გრინვოშის წარმომადგენელი:

„გრინვოში სამი მთავარი მიზნით შევქმენით: სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და ხარისხი. გახსნის დღიდან ვცდილობთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ. როგორც უკვე იცით, გვაქვს 6 სხვადასხვა რეჟიმი, თუმცა მომხმარებლების უმრავლესობა მაინც 2 რეჟიმს იყენებდა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის სხვა რეჟიმების უპირატესობა მაქსიმალურად ორგანულად და სახალისოდ გვეჩვენებინა, სწორედ ამ დავალებით მივედით Looper Agency-სთან. მათი იდეები მოგვეწონა და მალევე დავიწყეთ განხორციელებაც. შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით, უკვე საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, სადაც გრინვოშის ბოქსებში მოსვლისას ჩვენი „ექიმის” დახმარებას ითხოვენ. რა თქმა უნდა, ექიმი არ ხვდებათ, თუმცა თითოეულ მათგანს ვეხმარებით, რათა რეცხვის სწორი რეჟიმი შეარჩიონ”.

ზურა ცირამუა – Looper Agency-ს CEO:

„ბრიფზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ერთი მხრივ, უნდა შეგვექმნა რამდენიმე ვიდეორგოლი, რომლებიც კომპანიის უპირატესობებს ხაზს გაუსვამდა და მეორე მხრივ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად საინტერესოდ განგვეხორციელებინა.

 ფიქრის პროცესში უამრავი იდეა გაგვიჩნდა, თუმცა ექიმის იდეას ერთხმად ყველა მარტივად დავეთანხმეთ. თუ ადამიანებს გვყავს ექიმები, რატომ არ შეიძლებოდა ავტომობილებსაც ჰყოლოდათ. თუ არსებობს პროფესია დერმატოლოგი, რატომ არ შეიძლება იგივე პროფესია ავტომობილების მფლობელებსაც დასჭირვებოდათ. რაც მეტს ვფიქრობდით, მით მეტ არგუმენტს ვნახულობდით, თუ რატომ უნდა განგვეხორციელებინა ეს იდეა. საინტერესო იყო გადაღების პროცესიც. ვეცადეთ, ადამიანების მაქსიმალურად ფართო ჯგუფი გამოგვეყენებინა, რომელთა ავტომობილებსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებოდათ. მომავალში გრინვოშთან ერთად სხვა კრეატიულ კამპანიებსაც ვგეგმავთ, რომელთა შესახებაც მომხმარებლებს ეტაპობრივად გავაცნობთ”.

თუ ჯერ არ გინახავთ, გიზიარებთ გრინვოშის ვიდეოებს:

[R]

Bolt და Visa ახალ შეღავათებს გვთავაზობენ!

საშობაო ვახშმის ალტერნატიული რეალობა — Wonderhood Studios-ის კამპანია