in

გრინვეიში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

„გრინვეიში“ სტუდენტებისათვის ახალი უპრეცენდენტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა უკვე დაიწყო. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ მოქნილი გრაფიკი და სამთვიანი სტაჟირების დასრულებისთანავე დასაქმდნენ გრინვეის თბილისის სერვის ცენტრებში.  

სტაჟირების მიზანია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა გამოცდილების გარეშე დაიწყონ კარიერა. სტაჟირების პროგრამა მოიცავს გრითერ-ოპერატორის პოზიციას, რომლის ანაზღაურება 800 ლარია, ხოლო ინსპექტორის ასისტენტის პოზიცია 1000 ლარით ანაზღაურდება. 

სტაჟირების პროგრამა გრინვეის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. იგი მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობით ტექინსპექტირების სფეროს განვითარებას  და კვალიფიციური კადრების მომზადებას. სტუდენტები შეძლებენ თავისი  ინტერესების შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას. ისინი გაივლიან „გრინვეი აკადემიის“ On-job ტრენინგებს და მიიღებენ სერტიფიკატებს. 

სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია დაგვიტოვოთ საკონტაქტო სოციალურ ქსელებზე, შეავსოთ ფორმა: https://forms.gle/Jr6rmbXa2VcXR4cX7, დაგვირეკოთ 032 299 77 77 ან მოგვწეროთ vacancy@gwg.ge

[R]

SmartSoft X Ad Black Sea 2025, ანუ Flying Even Higher პრაქტიკაში

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე