ცნობილი ავტომობილების სიმბოლოები “გრინვეის” პრინტ სერიაში ტექინსპექტირების აუცილებლობაზე მიუთითებენ. კამპანიაზე მუშაობისას, სააგენტო ABK-მ ტექდათვალიერებისადმი მძღოლების დამოკიდებულებას უპასუხა: მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელია, რაც ავტომობილებისთვის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა, მძღოლების ნაწილი დღემდე თვლის, რომ მისი საჭიროება არ არსებობს. კამპანია ქართველ მძღოლებს ახსენებს, რომ ტექდათვალიერება არა უბრალოდ სახელმწიფოს მოთხოვნა, არამედ, უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.