ყველაფერი, რასაც ამ სამყაროში ვხედავთ, ჩვენივე ქმედებების შედეგია. სამწუხაროდ, ჯერაც ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცალკეული ჩვენგანის გავლენა სამყაროზე. იქნებ, რომ ვიცოდეთ, რამდენად დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეგვიძლია თითოეულს, უფრო მეტად დავფიქრებულიყავით ამაზე?
ახალი წლისთვის, „გრინვეიმ“, Movement-თან თანამშრომლობით, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელი იმაზე, როგორი იქნება ახალი წელი. ვიდეოს გზავნილიც სწორედ ესაა – „გავუფრთხილდეთ სახლს, რომელშიც ვცხოვრობთ“. ალბათ, სწორედ ახალი წელია ის დრო, როდესაც უნდა გადავიაზროთ, რა მოვიმოქმედეთ და როგორ გავაუმჯობესოთ იმ ქმედებებით, რომლებიც პატარა და ხშირად, უმნიშვნელო ნაბიჯებად გვეჩვენება.