in

„გრინვეის“ საახალწლო კამპანია ბავშვებმა შექმნეს! 

ტრადიციულ საახალწლო სურვილებს „გრინვეიმ“, 2020 წლიდან, ქალაქის ქუჩებში მეტი პასუხისმგებლიანი მძღოლის „გაჩენა“ დაამატა. საახალწლო ბარათების შექმნა კი ბავშვებს სთხოვა.

 

 

„ეს არის განსაკუთრებული გზავნილის მატარებელი საახალწლო მისალოცები, რომლის მიზანია, მძღოლებს კიდევ ერთხელ შეახსენოს, პატივი სცენ ფეხით მოსიარულეებს და გაითვალისწინონ მათი სავალი ნაწილი“.

გრინვერის“ საახალწლო კამპანიაზე ოცამდე ბავშვი მუშაობდა. მათი ერთობლივი დიზაინით და საკომუნიკაციო გზავნილებით დამზადდა მისალოცი ბარათები, რომლითაც თქვენც შეგიძლიათ მიულოცოთ მეგობრებსა და ახლობლებს ახალი წელი.

„ ამ კამპანიის იდეა იმ სოციალური მიმართულებებიდან გაჩნდა, რომლებიც „გრინვეის“ შექმნის დღიდან აქვს განსაზღვრული – უსაფრთხო ავტომობილების და ტრანსპორტის მნიშვნელობის პარალელურად, აქცენტი გაკეთდეს მანქანების პასუხისმგებლიან მართვასა და გარემოს დაცვაზე. ბავშვების თვალით დანახული ეს თემები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ამიტომ ვგეგმავთ, ეს მიმართულება, ყოველდღიურ კომუნიკაციაში, აქტიურად გამოვიყენოთ“.

TBC-ის სამაჯური – გადახდის ახალი პროდუქტი

სრულყოფილება, მისი კრიტიკა და ბევრი სხვა რამ – ბეკი ფანცხავა