მოდი გრინვეიში – „სანამ აგინთებს“ არის გზავნილი, რომელიც „გრინვეის“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას აერთიანებს. ის მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას დროული ტექინსპექტირების აუცილებლობას. კამპანია არის ერთგვარი შეხსენება, რომ არსებობს საქმეები, რომელიც არ უნდა გადავდოთ.
კამპანიის იდეა შემუშავდა და განხორციელდა კრეატიულ სააგენტო „T-REC-სთან თანამშრომლობით და გულისხმობს ერთ ძირითად ვიდეოსთან ერთად პრინტ სერიასაც. რეჟისორი თედო გოგოლაძე იდეაზე გვესაუბრება:
„ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის ასეთ პროექტებზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესოა. ვიდეოში ასახულია ადამიანის ბუნება, ჩვენი ყოველდღიური ქცევები. ვეცადეთ, ირონიით გამოგვეხატა ჩვენი სათქმელი და იუმორნარევი ხუმრობით გადადებული საქმეები წარმოგვეჩინა. მართალია, გადადებულ საქმეს ხანდახან სავალალო შედეგი სულაც არ მოჰყვება, ხან კი ევაკუატორზე აღმოგვაჩენს. ამიტომ ვფიქრობთ, ვიდეორგოლში ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს.“
დროული ტექინსპექტირების აუცილებლობის შესახებ საუბრობს „გრინვეის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი:
„ჩვენთვის საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა გამართულ ავტომობილს ნიშნავს. ახალი კამპანიით კი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ ტექინსპექტირების როლი უსაფრთხოებაში. შესაბამისად, ტექინსპექტირება წარმოვაჩინეთ საქმედ, რომელიც არ უნდა გადადო. ამისათვის „გრინვეი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ადგილმდებარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, დაჯავშნის სერვისს, SMS ოქმის მიღების შესაძლებლობას და აჩქარებული ინსპექტირების პროცესს.“


[R]











