in

როგორ შემცირდა ტექინსპექტირების დრო „გრინვეიში”?

ხშირად მძღოლები ავტომობილის უშუალო შემოწმებაზე მეტ დროს სერვისცენტრში, რიგის მოლოდინში ატარებენ. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ავტომფლობელთა უმრავლესობა ტექდათვალიერებას ბოლო დღეებში გეგმავს, რაც პიკის პერიოდში ფილიალების გადატვირთვას იწვევს.

მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „გრინვეიმ“ ციფრული პლატფორმა განაახლა და გააუმჯობესა. სისტემას დაემატა ვიზიტის დაჯავშნის, SMS შეხსენების, ონლაინ ანგარიშსწორებისა და ვადების გადამოწმების ფუნქციები. სწორედ ამ სიახლეების დანერგვა დაეხმარა კომპანიას პროცესების სრულ ოპტიმიზაციაში.

საშუალოდ რა დროა საჭირო ტექდათვალიერებისთვის?

ამჟამად „გრინვეიში“ ავტომობილის სრულ ტექნიკურ შემოწმებას 15-დან 20 წუთამდე დრო სჭირდება. ამ პერიოდში ხდება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია და მოწმდება შემდეგი აუცილებელი მაჩვენებლები:

  • სამუხრუჭე სისტემა;
  • საჭით მართვა და ხილვადობა;
  • ფარები და შუქ-სასიგნალო მოწყობილობები;
  • საბურავები და შასის კომპონენტები;
  • გამონაბოლქვის დონე.

M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტისთვის დამატებითი ტესტირებაცაა გათვალისწინებული, რაც პროცედურას მცირედით ახანგრძლივებს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შემოწმება საკმაოდ სწრაფია, ვიზიტის ხანგრძლივობას აქამდე ძირითადად ადგილზე ლოდინი და ანგარიშსწორების ეტაპი ზრდიდა. 

ონლაინ ჯავშანი და ვადების გადამოწმება

ტექდათვალიერების დაგეგმვამდე ზუსტი ვადა უნდა დადგინდეს. greenway.ge-ის მთავარ გვერდზე სახელმწიფო ნომრის მითითებით ამ ინფორმაციას მყისიერად გაეცნობით. თარიღის დაზუსტების შემდეგ, იქვე შეგიძლიათ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა, სადაც სასურველ რეგიონს, სერვისცენტრსა და ხელსაყრელ დროს თავად მონიშნავთ. 

იქიდან გამომდინარე, რომ სისტემაში თავისუფალი საათები ჩანს, მარტივად შეძლებთ ნაკლებად დატვირთული პერიოდის შერჩევას. ვიზიტის დაჯავშნისა და დადასტურების შესახებ SMS შეტყობინებას მითითებულ ნომერზე მიიღებთ, საჭიროების შემთხვევაში კი, ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება კვლავ ონლაინ პლატფორმიდან შეგეძლებათ. 

ანგარიშსწორება და შეხსენების სერვისი 

ფილიალში დაყოვნების ხანგრძლივობას ონლაინ ანგარიშსწორებაც ამცირებს. დაჯავშნისას ვებგვერდზევე შეძლებთ მომსახურების საფასურის გადახდას საბანკო ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. ასეთ შემთხვევაში, სერვისცენტრში მისვლისას მხოლოდ ტექპასპორტის წარდგენა და ავტომობილის სპეციალისტისთვის გადაცემაა საჭირო.

ამასთან, greenway.ge-ზე SMS შემახსენებლის ჩართვაცაა შესაძლებელი. სისტემა მოახლოებულ ვადას თქვენთვის სასურველი პერიოდულობით შეგატყობინებთ. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ გაფრთხილება მიიღოთ 14 და 1 დღით ადრე, ან 30 და 3 დღით ადრე. სერვისის გასააქტიურებლად მთავარ გვერდზე მხოლოდ ავტომობილისა და მობილურის ნომრის მითითება კმარა.

ფილიალების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით

რიგების შემცირებას სერვისცენტრების სიმრავლეც უწყობს ხელს. „გრინვეი“ საქართველოს მასშტაბით 32 ტექინსპექტირების ცენტრს ფლობს, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ფოთში, ბორჯომში, ქარელში, კასპსა და სხვა ქალაქებში. ფილიალების ფართო ქსელის გამო დატვირთვა თანაბრად ნაწილდება, რაც სასურველი და ნაკლებად დაკავებული ლოკაციის შერჩევას კიდევ უფრო აადვილებს.

ისარგებლეთ „გრინვეის“ შეთავაზებებით და გაიარეთ ტექდათვალიერება დაყოვნების გარეშე.

[R]

BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3

„ბარამბოს“ მარკეტინგს ეკატერინე ებანოიძე უხელმძღვანელებს