in ,

პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა

ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაჭედილი ავტომობილი ვებგვერდზე – Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს, მათ უჩვეულო სურათი დახვდათ.

„პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა“ – ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც გრინვეიში აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30 დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასდროს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.

ვიდეო ტექინსპტირების ცენტრ „გრინვეისა“ და სააგენტო „ლივინგსტონის“ ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც საპირველაპრილო ხუმრობისთვის შეიქმნა.

რობოტი, რომელიც მტვირთავის სამუშაოს ასრულებს

მთაწმინდაზე “Bike Fest 2019” გაიმართება