7
Jun
2019

ლონდონის ახალი პარკის ბრენდინგზე Droga5-მა იმუშავა

7 Jun 2019

ლონდონში, გრინვიჩის ნახევარკუნძულზე პირველი გრძელი პარკი გაშენდა, რომელიც ახალი კულტურული თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. სააგენტომ Droga5 London პარკისთვის სახელწოდება The Tide, ბრენდინგი და კამპანია მოიფიქრა. სააგენტომ ვიზუალური იდენტობა და კამპანია კინეტიკურ ლოგოტიპზე ააგო – ესაა, წრიული ფორმის, გამჭვირვალე მოძრავი სითხე, რომელიც პარკის მრავალფეროვან დანიშნულებაზე ამახვილებს ყურადღებას. კინეტიკური ლოგოტიპი სხვადასხვა ფორმას იღებს, ამგვარად ის განასახიერებს როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ ელემენტებს, რასაც გრინვიჩის ნახევარკუნძული გააერთიანებს. თუ ვიდეორგოლში დააკვირდებით, ლოგოტიპი მოძრაობისას ხან სწრაფად იცვლება, ხან შედარებით ნელა, ესეც არ არის შემთხვევითი – პარკში არის როგორც სამედიტაციო და მშვიდი ადგილები, ისე მხიარულებისთვის განკუთვნილი ზონები.

პარკის სახელწოდებიდან გამომდინარე, შეიქმნა ხელოვნების, მუსიკისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის ფესტივალი Turning Tides. პირველი ფესტივალი 5-7 და 12-14 ივლისს ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

განხილვა