15
Mar
2019

16 წლის ეკოაქტივისტი გოგონა ნობელის პრემიაზე წარადგინეს

15 Mar 2019

გრეტა ტუნბერგი შვედი სკოლის მოსწავლეა, რომელიც არც თუ ისე ცოტა ხანია, რაც ახალგაზრდა აქტივისტების მოძრაობას უდგას სათავეში, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვის. იგი ახლახან ნორვეგიის ერთ-ერთი მემარცხენე პარტიის სამმა წევრმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.

mBank QR
mBank QR

ეკოაქტივისტმა საჯარო გამოსვლები 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და უამრავი მხარდამჭერი მოაგროვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამ პერიოდიდან მან დაიწყო ყოველ პარასკევს სკოლის გაცდენა და პარლამენტთან არსებული პრობლემის გაპროტესტება. გრეტა ტუნბერგი აქტიურად თხოვს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა აქტივისტმა უკვე გაეროს კლიმატის სამიტზე გამოსვლაც მოასწრო 2018 წელს.

როგორც თავად ამბობს, 16 წლის გრეტა ტუნბერგი მოხარულია, რომ აქვს პატივი, ნობელის პრემიაზე წარსდგეს.

განხილვა