გლობალური სარეკლამო და მარკეტინგული სააგენტო Grey, რომელიც 1917 წლიდან არსებობს, 100 წლისაა. კომპანიას, რომელსაც ფილიალები 96 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი, ისეთი Story Telling (ამბის თხრობის) კამპანიების ავტორია, როგორებიცაა: ‘Hope was Born on 9/11’ – შთამაგონებელი კამპანია მნიშნელოვანი ფაქტის შესახებ, რომ 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიბადა 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის ტერაქტის დღეს;
‘First Photo Last Photo’-ს პროვოკაციული კამპანია, რომელიც სელექციური აბორტის წინააღმდეგაა მიმართული; ‘Guns with History’ – სოციალური ექსპერიმენტი – „იარაღი საკუთარი ისტორიით“, რომლის მიზანიც, საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, რომ იარაღი არა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საშუალება, არამედ – ჰომიციდის, სუიციდისა და განუზრახველი სიკვდილის რისკის ფაქტორია, მისი ფლობის შემთხვევაში.
Grey-მ, 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საკუთარი საქმიანობის კრეატიულად გადმოცემა ცადა ახალი ლოგოტიპით, რომელიც უნიკალური არის იმით, რომ მსოფლიოდან, Grey-ს 5000 თანამშრომლის ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრო-იმპულსების, მათი გენიალური იდეების ანაბეჭდებით არის შექმნილი.
ლოგო Grey-ს თანამშრომლების მუშაობის პროცესში შეიქმნა – ტვინის ელექტრო-იმპულსების მონიტორინგის აპარატით, რომელმაც დაასკანერა მათი აზრები. სისტემამ, შემდეგ დააკონვერტირა ტვინის იმპულსები სხვადასხვა ფერად და შედეგად, მივიღეთ „ტვინის პორტრეტები“ – Grey-ს ლოგოს რედიზაინი.












