„გრინვეი საქართველო“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეფორმის პირველი დღეებიდან ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ტექინსპექტირების მიმართულებით, არის ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე ორიენტირებული. ნერგავს ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს ინდუსტრიაში.
გრინვეის, როგორც საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების კომპანიის ისტორია, 6 წლის წინ დაიწყო. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლიდან ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა.
2018 წლის 15 აგვისტოს გრინვეი ოფიციალურად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს.
დღეს, 6 წლის შემდეგ, გრინვეი მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, გრინვეიში დასაქმებულია 270-მდე თანამშრომელი. კომპანია 51 ტექინსპექტირების ხაზით ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში უკვე მოემსახურა 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს.
გრინვეის მიერ ამ წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა.
2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაინერგა ახალი საოპერაციო პროგრამა, რამაც ტექინსპეტრირების პროცესი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახადა.
2024 წელს USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ, თავის პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად, შექმნა გრინვეი აკადემია, რომლის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ მოდულები, დამზადდა სახელმძღვანელო, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები და შეიქმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა — academy.greenway.ge. მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.
პროექტი ხელს უწყობს რეფორმის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ერთიანი, მაღალი სტანდარტების დანერგვას ტექინსპექტირების ცენტრებში, ინსპექტორობის მსურველების თუ უკვე არსებული ინსპექტორების მომზადება-გადამზადებას.
2024 წლის ზაფხულში გაეშვა გრინვეის ახალი კამპანია „სწორ გზას ადგახარ“.
კამპანია „სწორ გზას ადგახარ“ არ არის მხოლოდ მარკეტინგული ინიციატივა — იდეა გრინვეის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია. დროული ინსპექტირების მნიშვნელობაზე ხაზგასმით, კამპანია ხელს უწყობს გზაზე მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილებას, რითაც უბედური შემთხვევების წარმოქმნის რისკების არიდებაც გახდება შესაძლებელი.
გამართული მანქანით გადაადგილება ავტომფლობელისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა და კამპანიის მესიჯიც სწორედ აქეთკენაა მიმართული.
გრინვეიმ ბოლო წლებში უპრეცედენტო სიახლე დანერგა და ინსპექტირების ოქმი ჩაანაცვლა ელექტრონული ვერსიით, რომელსაც მომხმარებელი იღებს სმს-ის სახით. საქართველოში ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და, როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეიც აქაც პირველია.
გრინვეი წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე. პირველ რიგში, კომპანია აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაცია, მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ამისთვის, 2024 წელს პერიოდულად იმართებოდა კამპანიები და გასვლითი შეხვედრები მომხმარებლებთან. ავტომობილით მგზავრობაზე, მის მოვლასა და შერჩევაზე სხვადასხვა რეკომენდაცია მუდმივად ახლდებოდა საიტზე, მაგალითად, როგორიცაა: რა უნდა შეამოწმოთ ავტომობილში, სანამ სამგზავროდ წახვალთ, რა მოწმდება ტექდათვალიერებაზე, კომფორტული მგზავრობისთვის რა ნივთებით უნდა აღჭურვოთ თქვენი მანქანა, რა უნდა გაითვალისწინოთ მეორადი ავტომობილით მგზავრობისას და ა.შ.
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს რეფორმის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ინდუსტრიაში, მომხმარებლებისთვის გვექნება არაერთი ინოვიაციური სიახლე.
[პარტნიორის კონტენტი]