in

GRL TRANS M – სახმელეთო გადაზიდვების 17-წლიანი ისტორია

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველდღიურად საქართველოში არაერთი გადაზიდვა ხორციელდება. პროდუქტების უმეტესობა, რომლებიც აქ იყიდება და ადგილობრივი წარმოების არაა, სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ სახმელეთო გადაზიდვის სერვისით მოდის ჩვენამდე. ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის სანდოობა, გამართული ტექნოლოგია და მოწესრიგებული ლოჯისტიკის არსებობა. გამოცდილი გადამზიდი კომპანიები ამ ძირითად კომპონენტებს აუცილებლად ითვალისწინებენ.

ერთ-ერთი ასეთი, დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა GRL TRANS M, რომელიც საქართველოს  ბაზარზე 17 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი გადაზიდვა აქვს განხორციელებული. ის ინტენსიური დატვირთვით მუშაობს, აკვირდება პროცესებს და ცდილობს პარტნიორ კომპანიებსა და მომხმარებლებს სერვისების მრავალფეროვანი და დახვეწილი პაკეტი შესთავაზოს. ქვემოთ ჩამოგითვლით რამდენიმე მთავარ პუნქტს, რომლებიც კომპანიის შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით.

ევროპის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი

GRL TRANS M გადაზიდვებს სხვადასხვა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან ახორციელებს. მას ჩამოაქვს ტვირთი იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. იგი ასევე ოპერირებს შუა აზიის რამდენიმე რეგიონშიც და უფრო ღრმად აპირებს ფეხის მოკიდებას აღმოსავლეთის ბაზარზე. 

იმპორტირება საკუთარი მანქანებითა და გამოცდილი მძღოლებით

კომპანია თავის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ გამოყოფს იმას, რომ მას ჰყავს საკუთარი მანქანები, რომლებიც ტექნოლოგიურად სრულფასოვნადაა გამართული და ყველა პირობას აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ შორი მანძილებიდან ჩამოიტანოს სხვადასხვა ტიპის პროდუქტი. მას ჰყავს გამოცდილი მძღოლები, რომლებიც დიდი ხანია ამ სფეროში არიან და კარგად ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა. 

მრავალფეროვანი ტვირთი და მაღალი პასუხისმგებლობა

კომპანიის საშუალებით არაერთი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ის გთავაზობთ როგორც ნაკრები ტვირთის, ისე ტემპერატურული და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასაც. ასევე იგი არ გსვამთ ჩარჩოებში და იღებს პასუხისმგებლობას საკმაოდ დიდი ფასის მქონე პროდუქციის გადატანაზეც. მასთან ერთად $350 000-ის ღირებულების ტვირთის გადაზიდვას შეძლებთ.

ლოჯისტიკა და დაზღვევა

როგორც შესავალში ვახსენეთ, ამ სფეროში მოწესრიგებული ლოჯისტიკის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მცირე დეტალმაც კი შეიძლება სერიოზული პრობლემა გააჩინოს. კომპანიას, რომელიც თავის ტვირთს ელოდება, უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ტრანსპორტირებაზე, რისთვისაც GRL TRANS M სტატუსზე 24-საათიან თვალყურის დევნებას სთავაზობს. GPS  კონტროლის მეშვეობით, უკვე შესაძლებელია იმის გაგება, თუ სად არის და რამდენ ხანში იქნება ადგილზე ესა თუ ის პროდუქტი. ამასთან, კომპანიას მკვეთრად აქვს განსაზღვრული სატრანზიტო ვადები, რაც ყველა ბიზნესისთვის ასევე ძალიან ძვირფასს – დროს ზოგავს. როდესაც ზუსტად გაქვთ ინფორმაცია, როდის მიიღებთ თქვენს პროდუქტს, სანერვიულოც არაფერია. კვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ, მუდმივად გეხმარებიან კითხვების შემთხვევაში და მუშაობენ იმაზე, რომ სერვისით ყველა მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ყველა გადაზიდვა ოფიციალური და სრულად მოწესრიგებული დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდება, რაც კომპანიის მიმართ სანდოობას აჩენს.

გარდა ამისა, GRL TRANS M დაზღვევის სერვისსაც გთავაზობთ, რასაც ამ საქმეში დიდი ყურადღება ექცევა. სადაზღვევო პირობები ინდივიდუალურად, მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით დგება და კომპანია ცდილობს, რომ თქვენი ტვირთი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული გაუთვალისწინებელი რისკებისგან.

საერთო ჯამში, GRL TRANS M-ის მიზანი მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა, რაც მხოლოდ კონცეფციის დონეზე არ რჩება და კომპანია მიზანს პრაქტიკაშიც ახორციელებს.

[R]

100%-იანი ზრდა და ახალი შოურუმი ბათუმში — „მაზდა ცენტრი თეგეტას“ 2022 წელი

10 ანიმაცია, რომლებსაც დედები და შვილები ერთად უნდა ჩაუსხდნენ