in

ილონ მასკმა Grok AI წარადგინა — „სარკასტული ჩეტბოტი“

veon
veon

მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ხელოვნური ინტელექტი „კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა“, ილონ მასკმა ახლახან წარადგინა სრულიად ახალი ჩეტბოტი. მოდელი, სახელწოდებით Grok სარკასტულ იდენტობაზეა აგებული — რეალურ დროში მოწოდებული ინფორმაცია ირონიული პათოსითაა გაჟღენთილი.

ამ დროისათვის Grok ტესტირების რეჟიმშია და ჯერჯერობით მასზე წვდომა არ გვაქვს. ის პირველად X-ის პრემიუმ მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. უბრალოდ, ინჟინრები გვაფრთხილებენ, რომ ჩეტბოტი არ უნდა გამოვიყენოთ, თუკი იუმორი „გვძულს“. მოდელის მთავარი იდეაც იმაში მდგომარეობს, ნებისმიერი საკითხი ან ინფორმაცია სარკასტული პრიზმით შეაფასოს.

ამასთან, ბლოგპოსტში კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩეტბოტის შესაძლებლობებმა OpenAI-ის GPT-3.5-საც კი გადააჭარბა კონკრეტულ სფეროებში. მაგალითად, დაასახელეს საშუალო სკოლის მათემატიკასთან დაკავშირებული კითხვები.

როგორ უნდა იპოვონ ხელმძღვანელებმა ბედნიერება სამსახურში?

Meta-მ Reels-ისთვის A/B ტესტირების ფუნქცია დაამატა